FM97.5 / LIVE

რაბათში ბექა პირველის ძეგლი დაიდგმება

მთავარისაზოგადოება 12.02.2015
სამცხის მმართველისა და სამართლის წიგნის შემდგენის, ბექა პირველის ძეგლის ისტორიულ უბანში დადგმა ახალციხის მერის იდეაა. პროექტის განსახორციელებლად ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 150 000 ლარი გაიხარჯება.

რაბათში ბექა პირველის ძეგლი დაიდგმება
ძეგლის სიმაღლე ხუთი მეტრი იქნება და ის, სავარაუდოდ, „ახალციხის ციხესთან“ მდებარე ტერასაზე დაიდგმება.

1285-1306 წლებში სამცხის მმართველისა და სამართლის წიგნის ( „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლითავე“ ) შემდგენის ბექა ჯაყელის ძეგლის შესაქმნელად საკონკურსო კომისია თითქმის შექმნილია.

„კომისიის შექმნაზე მუშაობა თითქმის დავასრულეთ. კონკურსს მალე გამოვაცხადებთ, მასში მონაწილეობას მიიღებენ მოქანდაკეები, მხატვრები“, - ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

მისი თქმით, კონკურსში გამარჯვებული პროექტის მოსამზადებლად 30 000 ლარს მიიღებს, ძეგლის შესასრულებლად კი 120 000.

„საკონკურსო პირობებში ჩავდებთ, რომ ბექა პირველს უნდა ეცვას ქართული ტანსაცმელი, მესხური ორნამენტებით, ასევე აუცილებელი პირობა იქნება, რომ ხელში ეჭიროს წიგნი. ეს იმიტომ რომ იგი სამართლის წიგნის შემდგენი იყო“, - აცხადებს კოპაძე და ამატებს, რომ ძეგლი მომავალი წლის 30 ივნისისთვის, ანუ ახალციხელობის დღისთვის, უკვე მზად იქნება.
ქალაქის მერია, გარდა ბექა პირველისა რაბათში სხვა ძეგლების დადგმასაც გეგმავს.

„რაბათში რომ შედიხარ დაუმთავრებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ გვინდა რომ მესხი მოღვაწეების ძეგლები დავდგათ, რომლებიც შედარებით პატარა, დაახლოებით მეტრანახევრიანები იქნება. რა თქმა უნდა ეს ძეგლებიც კონკურსის წესით დაიდგმება“, - ამბობს გიორგი კოპაძე.

ახალციხის მერს ქალაქში შალვა ახალციხელის ძეგლის დადგმაც სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხის შეთანხმება ჯერ საპატრიარქოსთან მოუწევს: „შალვა ახალციხელი წმინდანია და ეკლესიას ძეგლებთან დაკავშირებთ სხვა დამოკიდებულება აქვს. ამიტომ შესაძლოა, რომ კანონიკურ სტილში შესრულდეს ეს ძეგლი და ამაზე დაგვთანხმდეს ეკლესია“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი დაიდგმება და ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა გაიხსნება – გახარია
ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ
რა ფერი იქნება რუსთაველის ძეგლი რესტავრაციის შემდეგ – მერის განმარტება
ახალციხეში  შოთა რუსთაველის ძეგლი ოქროსფრად შეღებეს [ფოტო]
ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
ახალციხეში სინაგოგას 150 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია დაიწყო