FM97.5 / LIVE

გიორგი კვირიკაშვილი მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 23.03.2017
საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, სადაც სახელმწიფო ფულით კომპანია პროექტს ახორციელებს და რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდის თანამშრომლებს, უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

გიორგი კვირიკაშვილი მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს

მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე შეეხო. მისი თქმით, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს, ხოლო დასაქმებულ ადამიანებს ხელფასს დროულად არ უხდიან.

გიორგი კვირიკაშვილმა მსგავს ფაქტებზე მკაცრი რეაგირება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს და სამართალდამცავ სტრუქტურებს დაავალა.

„ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა. განსაკუთრებით ეს ეხება მუნიციპალური ტენდერების შემთხვევებს, როცა სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პრაქტიკა. მინდა ვთხოვო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდეს კონტროლი ამ თვალსაზრისით.

თუკი სადმე არის ამგვარი პრაქტიკა, რეაგირება იყოს უმკაცრესი. სახელმწიფო ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და სამი თვის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი უპასუხისმგებლობა და თუ სადმე ამგვარი პრეცედენტები დაფიქსირდება, იყოს უმკაცრესი რეაგირება - როგორც ამ კომპანიების შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით რეაგირება იყოს უმკაცრესი. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ, დროულად უნდა მიიღონ ხელფასები. ეს არის ელემენტარული რამ. იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუკი ასეთი პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან მკაცრად ყველა“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრემიერი მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს აფრთხილებს
 პრემიერის თქმით, დანაგვიანების პრობლემა სანქციებით უნდა მოგვარდეს
‘იქ ჩემი კომპანიები არ არის’ - ტენდერების საქმეზე ახალციხის მერი დაიკითხა
გიორგი კვირიკაშვილი:  შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია
კვირიკაშვილი: მუნიციპალიტეტების შემცირება არ ნიშნავს მათი ბიუჯეტების შემცირებას
თენგიზ შერგელაშვილი მერებსა და გამგებლებს შეხვდა
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა