FM97.5 / LIVE

‘ეს არ უნდა მომხდარიყო’ – პრემიერი წყალმომარაგების პრობლემაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.01.2020
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ბაკურიანს და გუდაურში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას ამ მიმართულებით მეტად უნდა ემუშავა.

‘ეს არ უნდა მომხდარიყო’ – პრემიერი წყალმომარაგების პრობლემაზე

„ეს არ უნდა მომხდარიყო“,– განაცხადა პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე. მისი თქმით, 2020 წელი უნდა დაეთმოს იმას, რომ მომდევნო სეზონზე მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.

„სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ უფრო მეტი პრევენციული მუშაობა გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები. გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს,“ - განაცხადა გახარიამ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
საგანგებო შეხვედრა წყლის პრობლემის გამო
ენერგოომბუდსმენი: მძიმე პირობებია კურორტებზე, ამიტომ ტურისტები და დამსვენებლები ტოვებენ
‘მკაცრი სისტემური შეზღუდვები აღარ განმეორდება’ – გახარია
ახალი დირექტორი: ბაკურიანის წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება
‘მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ’ - პრემიერი
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის