FM97.5 / LIVE
დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობით დაინტერესდა. მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცველებს მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ.">

შს მინისტრმა ბორჯომში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

მთავარისაზოგადოება 27.01.2015
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 23 იანვარს, ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობით დაინტერესდა. მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცველებს მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ.

შს მინისტრმა ბორჯომში დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები - გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფეხით პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მინისტრი პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაჭრილ სამართალდამცველებს მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ. ვახტანგ გომელაური ასევე შეხვდა და გაესაუბრა დაჭრილი პოლიციელების ოჯახის წევრებს.

დაჭრილ პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად ისინიაკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში) გადიან მკურნალობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ორი პოლიციელი დაჭრეს
ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შსს გაიღებს
შს მინისტრმა ბორჯომში გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
გიორგი ბერუაშვილის დაკრძალვას პრეზიდენტი და შს მინისტრი ესწრებიან
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს
ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა
ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან