FM97.5 / LIVE

გამგებლის პასუხები მოსახლეობას

მთავარისაზოგადოება 30.08.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობის შეკითხვებს მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პასუხობდა. შეკითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დარჩა

გამგებლის პასუხები მოსახლეობას

ეხება თუ არა გზების დაგება მუნიციპალიტეტს? როდის დაიწყება სოფლების გზების რეაბილიტაცია? რა თანხაა გამოყოფილი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად? ვინ ხელმძღვანელობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების შეცვლას? როდის შევიდა ბოლო ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში? რამდენი ოჯახია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელთაც სესხების რესტრუქტურიზაცია ესაჭიროებათ - ამ და სხვა კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ონლაინ-რეჟიმში, ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია რამდენიმე დღით ადრე, აქტიურად ანონსდებოდა, მოქალაქეები მაინც პასიურობდნენ.

ირინა გელაშვილის კითხვაზე, რამდენად ეხება გზების დაგება მუნიციპალიტეტს? რა იგულისხმება შიდა გზებში? ეკუთვნის თუ არა რაბათის ზევით მოსახლება და სოფლები მუნიციპალიტეტს? გამგებელმა განაცხადა, რომ ”შიდა გზების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა. რაბათის ზევით მოსახლებოაც და სოფლებიც ეკუთვნის მუნიციპალიტეტს და გზებს რეაბილიტაცია ეტაპობრვად უტარდება”.

რაც შეეხება სტიქიის თემას, გამგებლის განცხადებით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 2,000,000 ლარია გამოყოფილი. კითხვა, კონკრეტულად რაზე გაიწერება აღნიშნული თანხა, უპასუხოდ დარჩა. თუმცა გაირკვა, რომ ამ თანხაში შედის სახურავების რეაბილიტაციაც.

მისივე განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 135 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 52 კორპუსი ვალეში, დანარჩენი კი ახალციხეში მდებარობს. 69 კორპუსზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს, 32 კორპუსის სახურავი კი უკვე შეცვლილია.

კითხვები, როდის შევიდა ბოლო ცვლილება ადგილობრივ ბიუჯეტში? რამდენი ოჯახია მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომელთაც სესხების რესტრუქტურიზაცია ესაჭიროებათ - უპასუხოდ დარჩა.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალაქ ვალეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხეში 18 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომში მრავალსართულიანი ბინების სახურავებს რეაბილიტაცია უტარდება
ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?