FM97.5 / LIVE
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა

მთავარისამართალი » შემთხვევა 07.01.2015
დიდთოვლობასა და ქარბუქს ნინოწმინაში სოფელ არაგიალის მცხოვრები 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა

მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ჯავახეთში მომუშავე საინფორმაციო სააგენტო Jnews.ge ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, თოვლში მოყოლილი მამაკაცი ჯერ მანქანაში იცდიდა, შემდეგ კი მანქანა მიატოვა და ფეხით სცადა სოფელ სპასოვკამდე მიეღწია. იგი ღამით, სოფელთან ახლოს, გარდაცვლილი ნახეს.

შეგახსენებთ, საქართველო– სომხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობა და ქარბუქი 5 იანვრიდან დაიწყო. გზაზე თოვლში ასობით მანქანა მოჰყვა. გზის გაწმენდის სამუშაოები 5 იანვრიდან დაიწყო. ამ დღეს სამუშაოებს თოვლი და ძლიერი ქარბუქი აფერხებდა. 6 იანვარს სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა შეძლეს თოვლში მოყოლილი 300–მდე ადამიანის გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე.

ამ დროისთვის ნინოწმინდაში გზის გაწმენდვის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია. ადგილზე მობილიზებულია შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოები. გარდა ამისა, რთული ვითარების გამო, ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა, ნინოწმინდაში მობილიზებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, თბილისიდან კი დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

შსს–ს ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა
მასალაში გამოყენებულია სააგენტო Jnews.ge-ს ფოტოები

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილი 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს
ახალქალაქში სახანძროს მანქანა თოვლში ჩარჩა
წალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილები  დახმარებას ითხოვენ
სამართალდამცველებმა და მაშველებმა, წალკა–ნინოწმინდის გზიდან, თოვლში ჩარჩენილი 45 მგზავრი გამოიყვანეს
აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომი დატოვეს
შსს: მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს
მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს