FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილი 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.01.2015
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველო- სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ათეულობით მანქანა და ასეულობით მოქალაქე თოვლშია ჩარჩენილი.

ნინოწმინდაში პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილი 200-მდე მოქალაქე გადაარჩინეს

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გზაში ჩარჩენილი ავტომობილებიდან სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

„გზაში ჩარჩენილი ავტომობილებისა და მოქალაქეების გამოსაყვანად მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები. სამართალდამცველებმა სამაშველო ჯგუფებთან ერთად დაახლოებით 200 ადამიანი გამოიყვანეს თოვლიდან, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები, რომლებიც რაიონში მცხოვრები პოლიციელების სახლებში გადაანაწილეს. ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსმა, გიორგი კიკალიშვილმა წლის და სამი თვის ბავშვი მშობლებთან ერთად თოვლიდან გამოიყვანა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა", - აცხადებს გიორგობიანი.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა მუშაობს, აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროისთვის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამართალდამცველებმა და მაშველებმა, წალკა–ნინოწმინდის გზიდან, თოვლში ჩარჩენილი 45 მგზავრი გამოიყვანეს
ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია
ახალქალაქი–ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა
წალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილები  დახმარებას ითხოვენ
როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე მოძრაობა შეიზღუდა