FM97.5 / LIVE

წინუბანსა და გურკელში უბნის ექიმის ასვლას კვლავ უშედეგოდ ელიან

მთავარისაზოგადოება 11.12.2014
დაპირება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. წინუბანსა და გურკელში მცხოვრები მოსახლეობა სოფელში უბნის ექიმის ასვლას თვეზე მეტია ელოდება.

წინუბანსა და გურკელში უბნის ექიმის ასვლას კვლავ უშედეგოდ ელიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: წინუბანსა და გურკელში მცხოვრები მოსახლეობა სოფელის ამბულატორიაში უბნის ექიმის მისვლას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად დაპირებისა, ექიმი სოფელში ამ დრომდე არ ასულა.

„ჩვენმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. პაციენტების ჩაყვანა ისევ აგარაში გვიწევს. ელემენტარულს ვითხოვთ სოფლისთვის, ამის უფლება არ გვაქვს?“– ამბობს წინუბანში მცხოვრები ნათია გელაშვილი.

სოფელში ექიმის ასვლას ითხოვს ამავე სოფელში მცხოვრები თეა ყულიევაც: „ფილტვებზე მაინც მოუსმინოს ხალხს, ან წნევა გაუსინჯოს. ყველა ხომ ვერ შევძლებთ აგარაში ჩასვლას?“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ვითარების გასარკვევად უბნის ექიმს ეთერი მერაბიშვილს დაუკავშირდა. მერაბიშვილი კომენტარზე დაგვთანხმდა, თუმცა მოგვიანებით უარი განაცხადა და ასე გვიპასუხა: “შენთან საქმე არ მაქვს. სხვა ნახე და ის ჩაწერე“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ საკოორდინაციო ცენტრში გვარწმუნებენ, რომ უბნის ექიმი ეთერი მერაბიშვილი სოფლებში აუცილებლად მივა და პაციენტებს ადგილზე გასინჯავს.

„ამ ადამიანთან მქონდა საუბარი. ვინაიდან მეუბნებით, რომ ეს ქალბატონი არ ასულა ამ უბანზე, მე მექნება პირადად შეხვედრა და გპირდებით, რომ აუცილებლად ავა და ამ მოსახლეობას ნახავს“, – ამბობს საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე ლუიზა იოსელიანი.

მისივე თქმით, რთული რელიეფის გამო მსგავსი სახის პრობლემა სხვა სოფლებშიც არსებობს: „შეიძლება ვინმეს ხელი შევუწყო, ვიცით, რომ კადრების სიმცირის გამო დათმობებზე მივდივართ, მაგრამ მათ შრომითი ხელშეკრულებით, თვის შესრულებაზე ვუხდით ხელფასს. იმ შემთხვევაში, თუ მომივა უკმაყოფილების წერილი, რომ ესა თუ ის პიროვნება არ ადის სოფელში, ხელშეკრულებას შევუწყვეტთ. მაგრამ, უბანში შედის რამდენიმე სოფელი, სოფლები მოშორებითაა, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება გამოსავალი ვიპოვოთ და დამატებითი ექიმი დავნიშნოთ“.

შეგახსენებთ, რომ აგარის თემის საკრებულოს, სადაც 5 სოფელი შედის: ზიკილია, აგარა, საყუნეთი, წინუბანი და გურკელი, ერთი უბნის ექიმი ეთერ მერაბიშვილი ემსახურება.

ამბულატორია, სადაც ექიმი ზის აგარაში მდგებარეობს. სოფლები წინუბანი და გურკელი ამბულატორიიდან 4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სწორედ ამ სიშორის გამო ითხოვდა სოფლის მოსახლეობა ექიმის ასვლას, თუმცა ეს პრობლემა ამ დროდე არ მოგვარდა. ჯერ კიდევ 30 ოქტომბერს ეთერ ზედგინიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ რადგან აღნიშნული სოფლები მაღალმთიანია და ამბულატორიიდან კილომეტრების მოშორებით იყო ის ამ სოფლებში ვერ ავიდოდა, თუმცა მოგვიანებით მოსახლეობის თხოვნას დათანხმდა და მოსახლეობასთან კონკრეტულ დღეზე შეთანხმებას გეგმავდა.

უბნის ექიმების პრობლემებით ადგილობრივი ხელისუფლებაც დაინტერესდა. შეხვედრაზე, რომელიც 9 დეკემბერს შედგა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა უბნის ექიმების პრობლემები მოისმინეს და განაცხადეს, რომ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებენ. თუმცა იქამდე ექიმებმა იმ დღეების განრიგი უნდა მიაწოდონ, რომელ დღეებშიც მაღალმთიან სოფლებში ასვლას შეძლებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
მაღალმთიან სოფლებში პირველადი ჯანდაცვა ისევ მიუწვდომელია
სამი სოფელი ერთი ექთნის იმედად [Video]
მოსახლეობა უბნის ექიმების მომსახურებაზე საუბრობს [Video]
ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
სოფლის ექიმების ხელფასი 700 ლარამდე გაიზრდება
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ