FM97.5 / LIVE

ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა

მთავარისაზოგადოება 25.11.2014
„ქალზე ძალადობა დანაშაულია,შეაჩერე!“ – საქართველოს 20 ქალაქში დაწყებულ კამპანიას ახალციხეც შეუერთდა. 16-დღიანი აქცია ქალაქის ცენტრალური სკვერიდან დაიწყო.

ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა

„ნუ გაამართლებ ძალადობას!“ „პოლიციამ უნდა დაიცვას ქალები ძალადობისაგან!“ „ჩვენ შეგვიძლია ერთად შევაჩერთო ძალადობა“, „ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე“ „საქართველოში ყოველ მე-11 ქალს სცემენ“, - ამ ტრანსპარანტებით დღეს, 25 ნოემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედია–საშულებებისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

„დღეს, 16-დღიანი კამპანია იწყება, სახელწოდებით - „ქალებს საქართველოში კლავენ, შევაჩეროთ!“ ცხრა თვეში საკთარ ოჯახში 24 ქალი მოკლეს, ფემიციდი სახეზეა, ამიტომ საზოგადოება და სამართალდამცავი ორგანოები ერთად უნდა დავირაზმოთ და ვებრძოლოთ ძალადობას“, - მიმართა შეკრებილებს „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარემ მარინა მოდებაძემ.

მან აქციის მონაწილეებს ქალთა ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პეტიცია გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. მისი საშუალებით საზოგადოება ხელისუფლებას მოუწოდებს, გააცნობიეროს ქალთა ძალადობის პრობლემის სიმწვავე და ეფექტური პოლიტიკა გაატაროს. პეტიციას ხელი აქციის თითქმის ყველა მონაწილემ მოაწერა.

„კანონიც არ გვაძლევს საშუალებას, რომ ქალები ძალადობისდგან დავიცვათ და ქვეყანში მძიმე სოციალური ფონიცაა. მიხარია, რომ დღეს ამ აქციაზე ბევრი ახალგაზრდა დგას და რომ ძალადობის ავანგარდები ახალგაზრდები გამოდიან“, - ამბობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

ხელისუფლება რომ უნდა გააქტიურდეს ქალზე ძალადობის წინააღდეგ საბრძოლველად, ამაზე საუბრობს სამოქალაქო ინიციატივების ასოციაციის პროექტების მენეჯერი თამუნა კაპანაძეც: „ხალხი რომ ქუჩებში გამოვიდა და ძალადობაზე ლაპარაკი დაიწყო, ეს უკვე შეცვლის რაღაცას. თუმცა, საბოლოოდ, გარკვეული ზომები მაინც სახელმწიფომ უნდა გაატაროს“.

ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა

აქციას ქალები ასპინძის მუნიცპალიტეტის სოფელ ტოლოშიდანაც შეუერთდნენ.

„იმედია ხალხი გაიღვიძებს და ყველა ერთად გავერთინადებით ამის წინააღდეგ საბრძოლველად“, - ამბობს ტოლოშის მკვდირი ეკატერინე ზუბაშვილი.

მეზობელს ეთანხმება ნინო ბერიძეც: „ქალები უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვისზეც ძალადობენ“.
„დემოკრატ ქალთა საზოგადოების ქალთა კლუბის ხელმძღვანელი“ მანანა მოდებაძე ფიქრობს, რომ ის ვინც დღეს კარის გამოღება და აქციაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა მასზე არა ერთხელ უძალადიათ, დღევანდელი აქციით საზოგადოების გვერდში დგომას იგრძნობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ქალის მკვლელობის 24 ფაქტიდან სამცხე-ჯავახეთში არცერთი არ დაფიქსირებულა. თუმცა როგორც მარინა მოდებაძე აცხადებს, ძალადობის მსხვერპლი ქალები რეგიონშიც ძალიან ბევრია: „ადრე თქმას ვერ ბედავდნენ, ახლა უფრო საუბრობენ ამაზე და ვფიქრობ სწორედ ამის ხარჯზე, ბოლო დროს, ქალზე ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთშიც გაიზარდა“.

ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა

ახალციხე ქალთა მიმართ ძალადობის კამაპანიას შეუერთდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არა ძალადობას! არა ფემიციდს! – ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს [Photo]
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს
კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მტკივნეულია ქალების მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობა