FM97.5 / LIVE

ახალციხეში "მესხური ფესტივალისთვის" ემზადებიან

მთავარისაზოგადოება 04.09.2014
6 სექტემბერს ახალციხეში "მესხური ფესტივალი 2014" ჩატარდება, რომელიც ახალციხის ციხის ტერიტორიაზე "იქს–ფაქტორის" გამარჯვებულის თორნიკე ყიფიანის სოლო კონცერტით დასრულდება.

ახალციხეში "მესხური ფესტივალისთვის" ემზადებიან
"მესხური ფესტივალი" სტარტს დღის 12:00 საათზე ახალციხის ცენტრალური პარკიდან მარათონით აიღებს. პარკიდან ახალციხის ციხემდე მონაკვეთის სწრაფად გარბენაში ერთმანეთს პროფესიონალები, მოყვარულები და ვეტერანები შეეჯიბრებიან. მძლეოსნობის გარდა ჩემპიონატი გაიმართება ნარდში, ჭადრაკში, მინი–ფეხბურთში, ტირში, შაშში, მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. გარდა ამისა, მოეწყობა საჩვენებელი სპორტული ღონისძიებები რაგბში, ავტო–მოტოშოუსა და მშვილდოსნობაში.

პარალელურად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. 12:00 საათზე რეგიონის მასშტაბით არსებული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტი დაიწყება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ციხის ტერიტორიაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მესხური სამზარეულო, ტრადიციული კერძებისა და მესხური ღვინის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს ადგილზე შეეძლება.

"მესხური ფესტივალი უკვე მეორე წელია ტარდება. თუმცა, წელს უფრო მასშტაბური იქნება. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე იქნება, ამიტომ ყველას ვეპატიჟებით", – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა გოგოლაძე.

ფესტივალის ფარგლებში 6 სექტემბერს სანახაობრივი შოუებიც გაიმართება. ხრიდოლის ფედერაცია "მესხურ ფესტივალს" დედაქალაქიდან ესტუმრება და მაყურებელს სხვადასხვა სახის საბრძოლო ხელოვნებას წარუდგენს. 12 წუთის განმავლობაში, შოუში ადგილობრივებიც ჩაერთვებიან. გარდა ამისა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გირო ჩილინგარაშვილი მაყურებლისათვის რამდენიმე მძლეოსნურ ნომერს შეასრულებს.

"მესხური ფესტივალის" კულმინაცია სახალხო პროექტის "იქს–ფაქტორის" გამარჯვებული თორნიკე ყიფიანია, რომელიც ახალციხეს 5 კაციანი ბენდის თანხლებით ესტუმრება.

ფესტივალის ორგანიზატორი ტელეკომპანია "მეცხრე არხია" და იგი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება.

საინფორმაციო მხარდაჭერას რეგიონული გაზეთი და ინტერნეტ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" და საინფორმაციო სააგენტო "მედიამოლი" უწევენ. ტელეკომპანიის დირექტორის მაია იველაშვილის თქმით, "მესხურ ფესტივალზე" როგორც მაყურებელს, ასევე მონაწილეებს უამრავი სიურპრიზი ელოდება.

"6 სექტემბერი "მეცხრე არხისთვის" მნიშვნელოვანი თარიღია და ვფიქრობ, რომ მთელი რეგიონისთვისაც ასე იქნება. გარდა იმისა, რომ მოხდება მესხეთის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებულები ლატარიის პრინციპით მიიღებენ სხვადასხვა კომპანიების მიერ დაწესებულ პრიზებს. ეს იქნება ხუთდღიანი საგზური ბათუმში ორ ადამიანზე, ფოტოაპარატი, ტელევიზორი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები", – ამბობს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი მაია იველაშვილი.

სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ ტელეკომპანია "მეცხრე არხისგან", მათ ასევე დაასაჩუქრებს ფესტივალის მთავარი სპონსორი "აი დი ეს ბორჯომი საქართველო", კომპანია "ბილაინი", ბანკი "კონსტანტა", საათების მაღაზია "ქრონიქსი", "მესხური ბრენდი", "ელჯი" , "ელიტ ელექტრონიქსი" და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: "მარნეულის სასურსათო ქარხანა", კომპანია "ბილაინი", ბანკები "კონსტანტა" და "ფინკა".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება
სპორტული ღონისძიებები 'მესხურ ფესტივალზე' [Photo]
„მესხური ფესტივალი“ მარათონით დაიწყო
"მესხური ფესტივალი 2014" შედგა [Video]
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 'მესხურ ფესტივალზე' [Photo]
რას ნახავს მაყურებელი ‘მესხურ ფესტივალზე’
„მესხური ფესტივალი 2013“