FM97.5 / LIVE

"ბურჯანაძე – დემოკრატების“ კანდიდატებმა საოლქოს რეგისტრაციისათვის მიმართეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.09.2016
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ბესიკ ხითარიშვილმა და ამირან ტყეშელაშვილმა საოლქო საარჩევნო კომისიებს რეგისტრაციისთვის მიმართეს.

"ბურჯანაძე – დემოკრატების“ კანდიდატებმა საოლქოს რეგისტრაციისათვის მიმართეს
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბესიკ ხითარიშვილი კენჭს ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში იყრის, ხოლო ამირან ტყეშელაშვილი მაჟორიტარობისათვის ბორჯომი–ასპინძის ოლქში იბრძოლებს.

პარტია ,,გაერთიანებული დემოკტარიული მოძრაობის“ ლიდერებს არცერთი მათგანი ოფიციალურად არ წარუდგენიათ, თუმცა მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში დასარეგისტრირებლად საჭირო დაკუმენტები უკვე შეიტანეს.

6 სექტემბრის მონაცემებით, #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას პარტიის მიერ წარდგენილმა უკვე მეორე კანდიდატმა მიმართა. ხოლო #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში ოფიციალური რეგისტრაცია მხოლოდ ერთმა კანდიდატმა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ახალციხე–ადიგენის ოლქში დასახელებული კანდიდატები არიან:

გიორგი კოპაძე – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;

ვაჟა ჩიტაშვილი – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

კობა გორგოძე – ბლოკი ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;

ნიკო ინასარიძე – ბლოკი ,,პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“;

ბესიკ ხითარიშვილი – ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;

შალვა გოგოლაძე – ,,თავისუფალი დემოკრატები“;

ნუგზარ პარუნაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი.


ხოლო, ბორჯომი – ასპინძა – ახალქალაქის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიებმა წარადგინეს:

გედევან ფოფხაძე – ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“;

ტარიელ ლონდარიძე – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

კახა ბერიძე – ბლოკი ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“;

ზურა ხაჩიძე – ბლოკი ,,პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია“;

ამირან ტყეშელაშვილი – ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“;

გიორგი გიუაშვილი – ,,ლეიბორისტული პარტია“;

აკაკი ლეკიშვილი – ,,ეროვნული ფორუმი“.

მათ რეგისტრაციის ვადა 8 სექტემბრამდე აქვთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [3 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [5 სექტემბრის მდგომარეობით]
10:00 საათისთვის N45 ასპინძა– ბორჯომის ოლქში "ოცნების" კანდიდატი ლიდერობს
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები
27 კანდიდატი, 212 უბანი და 146160 ამომრჩეველი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატები [ცესკო, 15 სექტემბრის მონაცემები]