FM97.5 / LIVE

მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.09.2017
11 სექტემბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობის 19 კანდიდატია ცნობილი. მათ შორის, სამი მოქმედი გამგებელია, თუმცა, ამ სამიდან ორი კენჭს ისევ "ქართული ოცნების" სახელით იყრის, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.

მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში – 11 სექტემბრის მდგომარეობით

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში კანდიდატი შერჩეული ჯერ მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ჰყავს. პარტიამ კანდიდატების სია, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაასაჯაროვა, თუმცა, რეგიონში ოფიციალური წარდგენა ჯერ არ ყოფილა.

"ევროპულ საქართველოსა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კანდიდატები მხოლოდ ოთხ მუნიციპალიტეტში ჰყავს წარდგენილი.

გარდა ამისა, ცნობილია ასევე "პატრიოტთა ალიანსის" ორი კანდიდატიც, ბორჯომსა და ახალქალაქში.

ამ დროისთვის ცნობილი 19 კანდიდატიდან, სამი მოქმედი გამგებელია, თუმცა, მათგან ერთი, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" ემიჯნება და დამოუკიდებელი კანდიდატია – ლევან ცაბაძე, ასპინძაში. "ოცნებამ" ექვსი მუნიციპალიტეტიდან მოქმედი გამგებელი კანდიდატად მხოლოდ ახალციხესა და ადიგენში შეარჩია.

ამ არჩევნებზე მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტად, მმართველი გუნდის კიდევ ორი კანდიდატი გვევლინება, – მინდია ჯელია, ადიგენის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელიც ასევე დამოუკიდებელი კანდიდატია და ზაზა ჩაჩანიძე, ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც ეს პოზიცია ორი კვირის წინ, 29 აგვისტოს დატოვა და არჩევნებში ძალების მოსინჯვას "პატრიოტთა ალიანსის" სახელით აპირებს.

კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პარლამენტარებიც – ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტაშვილი და სამველ პეტროსიანი.

ტარიელ ლონდარიძე 2012–2106 წლებში, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში, ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". იგი გასულ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა, დამარცხდა.

ყოფილი პარლამენტარია ვაჟა ჩიტაშვილიც, რომელიც, ლონდარიძის მსგავსად, გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა. იგი ახალციხე–ადგენის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. ტარიელ ლონდარიძისგან განსხვავებით, მან საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო და მეორე ტურში გიორგი კოპაძესთან, "ქართული ოცნების" კანდიდატთან დამარცხდა.

ასევე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, ასევე, წინა, მერვე მოწვევის პარლამენტში, ახალქალაქის მაჟორიტარი სამველ პეტროსიანი, რომელიც ახლა ახალქალაქის მერობას "პატრიოტთა ალიანსის" ეგიდით ეცდება.


მერობის კანდიდატები 11 სექტემბრის მდგომარეობით

ახალციხე

1. ვაჟა ჩიტაშვილი – ევროპული საქართველო;
2. ირაკლი ბარძიმაძე – ენმ;
3. ზაზა მელიქიძე – ქართული ოცნება.


ადიგენი

1. გელა სარაშვილი – ევროპული საქართველო;
2. რატი ტატალაშვილი – ენმ;
3. ზაქარია ენდელაძე – ქართული ოცნება;
4. მინდია ჯელია – დამოუკიდებელი.

ასპინძა

1. ტარიელ ლონდარიძე – ევროპული საქართველო;
2. მალხაზ მოსიძე – ენმ;
3. როსტომ მაგრაქველიძე – ქართული ოცნება;
4. ლევან ცაბაძე – დამოუკიდებელი;


ბორჯომი

1. ბაქარ შირაძე – ევროპული საქართველო;
2. ვალერი გრიგალაშვილი – ენმ;
3. ლევან ლიპარტია – ქართული ოცნება;
4. ზაზა ჩაჩანიძე – პატრიოტთა ალიანსი.

ახალქალაქი

1. იურიკ უნანიანი – ქართული ოცნება;
2. სამველ პეტროსიანი – პატრიოტთა ალიანსი.


ნინოწმინდა

1. ანივარდ მოსოიანი – ქართული ოცნება;
2. ანდრანიკ კარსლიანი – დამოუკიდებელი.


[ნინო ნარიმანიშვილი, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციელები, პროკურორები, გამგებლები – სამცხე-ჯავახეთს კონკურენტული არჩევნები ელის
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
1 ქალი და 34 მამაკაცი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
არჩევნების შედეგები – ასპინძა [სრული]