FM97.5 / LIVE

მერიის შენობა ინვესტორს ელოდება

მთავარიეკონომიკა 19.06.2012
ყოფილი მერიის შენობა საჯარო და კერძო სამსახურებისგან გამონთავისუფლდება

მერიის შენობა ინვესტორს ელოდება

ყოფილი მერიის შენობაში ამჟამად ათამდე საჯარო და კერძო სამსახური ფუნქციონირებს. მათ შორის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, აღმასრულებელი ბიურო, პრობაციის სამსახური, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული და რეგიონული სამსახურები.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლი გაიხსნება, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, საჯარო და სამოქალაქო რეესტრი, აღმასრულებელი ბიურო და პრობაციის სამსახური, იუსტიციის სახლში გადაინაცვლებს.

სად დაიდებს ბინას საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სოციალური მომსახურების სამსახურები, ჯერჯერობით უცნობია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, თუ შენობით ინვესტორი დაინტერესდა, ფართი ამ საჯარო სამსახურებისთვისაც გამოინახება. სავარაუდოდ, მათზე შესაბამისი სამინისტროები იზრუნებენ.

რაც შეეხება კერძო სტრუქტურებს, გამგებლის თქმით, მათ ფართის მოძიებაზე თავად უნდა იზრუნონ.

“რაიმე ვადები ჯერ არ მიგვიცია, მათ აქვთ იმის დრო, რომ ფართები მოიძიონ”, - ამბობს გამგებელი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ისაა გარკვეული, რა ბედი ეწევა ყოფილი მერიის ექვსსართულიან შენობას.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდასა და ასპინძაში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურები გაიხსნა
გადავადებული გახსნა
ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა
მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ რეგიონებშიც შეეძლებათ
‘თუ აუცილებლობა არაა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში’ - წულუკიანი
ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება