FM97.5 / LIVE

გაზიფიკაცია განვადებით

მთავარიეკონომიკა 11.07.2012
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ინტენსიური გაზიფიკაცია მიმდინარეობს

გაზიფიკაცია განვადებით

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის გაზმომარაგებას “სამცხე-ჯავახეთის გაზის კომპანია” (SJGC) აწარმოებს. მთლიანობაში, ორი მუნიციპალიტეტის 60 სოფელში გაზიფიკაცია ან დასრულებულია ან ამჟამად მიმდინარეობს. SJGC-ის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიამ მხარის მთელი მოსახლეობის 95% მოიცვა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კომპანია SJGC-ს 7467 კერძო და 100 იურიდიული აბონენტი ყავს. კერძო აბონენტთაგან 2380 ქალაქ ახალქალაქში ცხოვრობს, დანარჩენი 5087 კი მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კომპანიამ ხელშეკრულება 3794 კერძო და 35 იურიდიულ აბონენტთან გააფორმა. 1000 კერძო აბონენტი თავად ქალაქ ახალქალაქში, ხოლო 2795 აბონენტი მუნიციპალიტეტის 20 სოფელში ცხოვრობს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან გაზიფიკაცია დასრულებულია 13 სოფელში, 23-ში კი მუშაობა ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ამრიგად კომპანია მუნიციპალიტეტის 36 სოფელშია შესული. SJGC გაზიფიკაციას, ძირითადად, დიდ და მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში ატარებს, პატარა სოფლები ჯერჯერობით გაზიფიკაციას პროგრამაში ჩართული არ არის, თუმცა, ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ სოფლების გაზიფიკაციაც მოხდეს.

“პატარა სოფლების გაზიფიკაცია ეკონომიკურად გამართლებული არ არის, რადგან ამ სოფლებში ინვესტირებული თანხები უკან შეიძლება 700-800 წლის შემდეგ დაბრუნდეს”, - ამბობს ბიზნესმენი, SJGC -ის გენერალური დირექტორი არამ სანოსიანი.

სოფლები, რომლებიც გაზიფიკაციის მიმდინარე გეგმაში არ შედის, არის: დიდი და პატარა სამსარი, აბული, თახჩა და მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე ყველაზე შორი და ნაკლებდასახლებული სოფელი.

არამ სანოსიანის თქმით, მოცემულ პირობებში მიღწეული შედეგი 100%-იანია, რადგან სოფლებში, სადაც კომპანია შედის, ხელშეკრულებები ისეთი სახლების მეპატრონეებთანაც კი იდება, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან და გაზი თავიანთ სახლებში ახლობლებისა და ნათესავების დახმარებით გაყავთ.

ასეთი წარმატება, დირექტორის მტკიცებით, თითოეული სოფლისადმი კომპანიის ინდივიდუალური მიდგომის პოლიტიკით არის განპირობებული. ამ პოლიტიკის საფუძველი მოსახლეობისთვის გაზის გაყვანის საფასურის განვადებით გადახდის საშუალების მიცემაა. კომპანია თითოეული სოფლის თავისებურებების გათვალისწინებით მათ კონკრეტულ წინადადებებს სთავაზობს.

ზოგიერთ სოფელში მთელი სოფლის გაზიფიკაციის თანხის ნაწილი ქველმოქმედებმა დაფარეს, მეორე ნახევარს კი თავად აბონენტები გადაიხდიან. ან მაგალითად, როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც პირველი შენატანი ყველის ქარხანამ გააკეთა, შემდეგ კი მოსახლეობა ქარხანას რძის მიყიდვის მეშვეობით გაწეულ ხარჯს ერთი წლის განმავლობაში აუნაზღაურებს.

ზოგიერთ აბონენტს განვადების გაკეთება თავად გაზის კომპანიაში შეუძლია. ამ აქციას SJGC მარტოხელა დედებისა და მარტოხელა პენსიონრებისთვის ატარებს, რომლებსაც ბანკიდან კრედიტის აღების საშუალება არ გააჩნიათ. გადახდისუუნაროთა სიებს კომპანიას სოფლის რწმუნებული აწვდის და მათ სახლებში SJGC –ს გაზი უპროცენტო განვადებით გაყავს. მოსახლეობის დანარჩენი გადახდისუუნარო ნაწილისთვის SJGC განვადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” მეშვეობით აკეთებს.

სოფლებში გაზის განვადებით გაყვანის სისტემა პრეზიდენტის ინიციატივის “გაზი ყველა სოფელს” ფარგლებში მთელ ქვეყენაში ამოქმედდება.

არამ სანოსიანის თქმით, სახელმწიფოს აღნიშნული ინიციატივა სწორედ SJGC -ის ეფექტური გამოცდილებით არის განპირობებული.

“ჩვენი სამუშაოების ორგანიზების შედეგი ძალიან მაღალია, ამიტომაც მათ გვკითხეს, ამას როგორ ვახერხებდით. ვუთხარით, რომ განვადების პირობით ოჯახისგან მომსახურების თანხის ნაწილს ვიღებთ, დანარჩენს კი ექვსი თვის ან ხანდახან ერთი წლის განმავლობაში იხდიან”, - ამბობს SJGC -ის დირექტორი.

გარდა ამისა, ორივე მუნიციპალიტეტის 60 სოფელში, სოფლების მცხოვრებთა გადაწყვეტილებით, კომპანიას ერთ ოჯახში გაზი საკუთარი ხარჯით გაყავს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ბუნებრივი აირის გაყვანა 650 ლარი ღირს. ქალაქ ახალქალაქში 500 ლარი, ნინოწმინდაში კი 600 ლარი. თანხა კონკრეტული ობიექტის მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით განისაზღვრება.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქსა და ნინოწმინდას დილიდან გაზი არ მიეწოდება
დაგვიანებული გაზიფიკაცია
ნინოწმინდის რამდენიმე ქუჩას და მუნიციპალიტეტის სამ სოფელს გაზი არ მიეწოდება
ნინოწმინდაში გაზის მილი დაზიანდა
ახალქალაქის სოფლებში გაზიფიკაცია გვიანდება
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
წინასწარ გადახდილი თანხა და დაგვიანებული გაზიფიცირება ახალქალაქში