FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს ავტორიზაციას უკავშირებენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 11.07.2012
ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. ცვლილებებია განათლების, ჰუმანიტარულ და სოცილაურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებზეც

უნივერსიტეტში საკადრო ცვლილებებს ავტორიზაციას უკავშირებენ

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიხედვით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის უკვე ყოფილი დეკანი მაკა კაჭკაჭიშვილი დაინიშნა. ამავე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას კი დროებით ფაკულტეტის ხარისხის მართვის სპეციალისტი მერი სახამბერიძე ასრულებს.

ცვლილებები განხორციელდა იურიდიულ ფაკულტეტზეც. ფაკულტეტის დეკანის მოვალების შემსრულებელმა რევაზ კაჭკაჭიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი ადგილი კი დროებით ეკატერინე ნინუამ დაიკავა.

აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადა ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს წელს ამოეწურა. ახლა უნივერსიტეტში უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად და ავტორიზაციის გასავლელად ემზადებიან. ამ ფაქტით ხსნის საკადრო ცვლილებებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი.

- ”ავტორიზაციის გასავლელად ერთ-ერთი მოთხოვნა საგანმანათლებლო პროგრამების წარდგენაა. პროგრამები გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, თავისი სილაბუსებით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და რაც მთავარია, ახალი პროგარამების შესაბამისად მოწვეული აკადემიური პერსონალით”, - განმარტავს თინა გელაშვილი და ამატებს, რომ ამ პროცესების გამო ყველა სასწავლო განყოფილება უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

მისივე თქმით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესი პირველ რიგში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პრეროგატივაა. იმის გამო, რომ ამ სამსახურის უფროსს, ქეთევან გრძელიშვილს ხელშეკრულების ვადა 19 ივნისს ამოეწურა, საჭირო გახდა აღნიშნულ თანამდებობაზე დროებით სხვა კანდიდატურის ჩანაცვლება: ”ეს არჩევითი თანამდებობაა, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. ვინაიდან ჯერ უნდა მოხდეს არჩევნების გამოცხადება, დროებით მოვალეობის შემსრულებლად მაკა კაჭკაჭიშვილი გადმოვიყვანეთ”.

მაკა კაჭკაჭიშვილი ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში მუშაობდა. 2010 წლის მაისიდან განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნირებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სპეციალისტად დაინიშნა. ამავე წლის სექტემბერში კი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა. პარალელურად, ლექციებს კითხულობს ფილოლოგიის მიმართულებით, კონკრეტულად კი ენათმეცნიერების კუთხით.

- ”ამ პოზიციას ვუყურებ როგორც დროებით თანამდებობას. თუმცა, უკვე აქტიურად ჩავერთე ავტორიზაციის პროცესებში. მე არ ვფიქრობ, რომ როცა დეკანის მოვალეობას ვასრულებდი, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ამოვწურე. უბრალოდ ამ ეტაპზე საჭირო იყო ეს ცვლილება, თუმცა დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი დეკანის პოზიციაზე მუშაობას”, - ამბობს იგი.

განათლების, ჰუმანიტარულ და სოცილაურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი მერი სახამბერიძე ახალციხის სახელმწიფო სასწოვლო უნივერსიტეტში სამუშაოდ 2010 წელს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა) სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მოვიდა.

2010 წლის სექტემბერში მერი სახამბერიძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა. ხოლო მოგვიანებით, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის სპეციალისტად გააგრძელა მუშაობა. ამჟამად კი ამავე ფაკულტეტზე დროებით დეკანის მოვალეობას ასრულებს.

თინა გელაშვილის თქმით, იმის გამო, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციისთვის ემზადება ეს ცვლილებები დროებითია: ”ავტორიზაციის პროცესების გავლის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოვაცხადებთ. ამასობაში გამოიკვეთება ის აკადემიური პერსონალიც, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა და შეუძლია პროგრამებისა და სილაბუსების მომზადება. ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხის ამაღლებით არის გამოწვეული”.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილებები უნივერსიტეტში
უნივერსიტეტს სტატუსი ეცვლება
ერთი განცხადება ვაკანტურ თანამდებობაზე
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა