FM97.5 / LIVE

რა დაჯდა ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონის გახსნა?

მთავარიეკონომიკა 29.03.2014
საქართველოს კულტურის სამინისტროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის, ახალციხის ციხის ადმინისტრაციისა და ჯაყელ-ათაბაგთა სამთავრო სახლის ორგანიზებით, 29 მარტს ახალციხის ციხეში ახალი ტურისტული სეზონი კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნა.

რა დაჯდა ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონის გახსნა?
აღნიშნული ღონისძიებისთვის კულტურის სამინისტრომ 9500 ლარი გამოყო.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ციხის ამფითეატრში მოწვეული ანსამბლების: "რუსთავის", "ქართული ხმებისა" და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის "მესხეთის" კონცერტი გაიმართა.

ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა ფრიდონ სულაბერიძემ განაცხადა, რომ ამ დღისთვის სპეციალურად ემზადებოდნენ: "მაყურებელს ათამდე ცეკვა წარვუდგინეთ".

კონცერტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ჯაყელები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, ჯაყელები სამხრეთ საქართველოს (სამცხის) წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო იყო. ახალციხის ზედა ციხეში არსებობს ჯაყელების სასახლეც.

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ დღეს მოვსულიყავით და მოვფერებოდით იმ კუთხეს, სადაც ჩვენი წინაპრები მოღვაწეობდნენ და სადაც მრავალი კულტურული ძეგლი შეიქმნა ჯაყელთა თაოსნობით. დღეს გარკვეული გეგმები დავსახეთ, მაგალითდ, ჯაყელთა ოფისის გახსნა ახალციხეში და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა",- ამბობს ჯაყელ-ათაბაგთა სამთავრო სახლის ლიდერი კახაბერ ჯაყელი და ამატებს, რომ სეზონის გახსნაზე დასასწრებად ჯაყელები საზღვარგარეთიდანაც ჩამოვიდნენ.

ღონისძიებას ადგილობირვი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ ახალციხელებს ახალი ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ წინ კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება ელოდებათ.

რა დაჯდა ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონის გახსნა?

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხემ ტურისტული სეზონი გახსნა
ახალციხის ციხეში 19 აპრილს ღონისძიება აღარ გაიმართება
ანსამბლ 'მესხეთს' ვარსკვლავს გაუხსნიან
ახალციხის ციხეში 2014 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნა [Photo]
ახალციხის ციხეში მყოფ 'ნაციონალების' აქტივისტს ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პლაკატი ჩამოართვეს
”ქართული სული 2013” კონცერტით გაგრძელდა
ახალციხის ციხეში ანსამბლ "სეუს" კონცერტი გაიმართება