FM97.5 / LIVE

”ქართული სული 2013” კონცერტით გაგრძელდა

მთავარი 11.05.2013
ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ფესტივალ ”ქართული სული 2013”-ის ფარგლებში ”ქართული ხმების”, ტრიო ”სიმის”, ”მესხეთის” და ”მზეკარის” კონცერტი გაიმართა.

”ქართული სული 2013” კონცერტით გაგრძელდა
ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები წელს ახალციხეშიც ჩატარდა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართული კონფერენციის შემდეგ, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ქართული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა ”ქართული ხმები”, ტრიო ”სიმი, ”მესხეთი”, ”ახალციხე” და ”მზეკარი”. დღევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ლექსები პოეტმა შოთა წურწუმიამაც წაიკითხა.

დღესვე ახალციხის ციხეში ახალი ტურისტული სეზონი გაიხსნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ფესტივალის ჩატარებისა და ახალი ტურისტული სეზონის გახსნა ერთმანეთს დაემთხვა და იმედოვნებენ, რომ კარგი დასაწყისი ახალი სეზონისთვის წარმატების მომტანი იქნება.

”საუკუნეების განმავლობაში ქართული სული ჰყვაოდა სამცხე-ჯავახეთში, თუმცა, ბოლო საუკუნეების განმავლობაში კი ხდებოდა ქართველობის დაკნინება. მაგრამ მიუხედავად ამისა ქართული გენი მაინც მძლავრობს და ამ ფაქტის ერთ-ერთი მაგალითი ის არის, რომ ახალციხეში ფესტივალი ”ქართული სული” ტარდება. რომელიც ქართველებს ახალი სულისკვეთებით გვაძლევს ვალდებულებას, რომ ავაღორძინოთ ყოველივე რაც ჩვენს მხარეში იყო”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.

ახალციხის შემდეგ კი ფესტივალის მომდევნო ღონისძიება 28 მაისს თბილისში გურამ თამაზაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ანსამბლ ”ქართული ხმების” გამორჩეულ წევრსა და სოლისტს, ანსამბლ ”ალილოს” დამაარსებელს გურამ თამაზაშვილს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა ამ ტარიღის აღსანიშნავად კონცერტში მონაწილეობას ანსამბლები ”ალილო” და ”ქართული ხმები მიიღებენ. მიმდინარე წლის 5 ივნისს კი ფესტივალის ფარგლებში ფარნაოზ ლაპიაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. პროფესორი ფარნაოზ ლაპიაშვილი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წლების განმავლობაში სამხატვრო აკადემიაში თეატრალურ-დემოკრატიულ სახელოსნოს ხელმძღვანელობდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ფესტივალი ”ქართული სული 2013” იმართება
ახალციხეში ”თამარობისთვის” ემზადებიან
”თამარ მეფე და ქართველი ერი”
„ახალციხის ციხეზე“ ქართული ცეკვის  ფესტივალი გაიმართა
ახალციხესა და ბორჯომში ‘ქართული ხმების’ კონცერტი გაიმართება
ქართული ცეკვის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში [Photo]
რა დაჯდა ახალციხის ციხეში ტურისტული სეზონის გახსნა?