FM97.5 / LIVE

სეზონური მატრიარქატი ახალქალაქში

მთავარისაზოგადოება 08.07.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან შრომისუნარიან მამაკაცთა უმრავლესობა სამუშაოდ რუსეთში მიდის, საოჯახო საქმეებს მხოლოდ ქალები უძღვებიან

სეზონური მატრიარქატი ახალქალაქში

თითქმის ყველა მამაკაცი, ვინც ოჯახს საზღვარგარეთ მუშაობით არჩენს, უკვე წასულია.

დროებით სამუშაოზე წასულთა რაოდენობის შესახებ კონკრეტული მონაცემები არ არსებობს. თუმცა, თუ იმ ფაქტიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რომ სოფლების უმრავლესობაში შემოსავლის ძირითადი წყარო რუსეთში მუშაობაა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზაფხულობით სამუშაოდ შრომისუნარიან მამაკაცთა უმრავლესობა მიდის. შედეგად კი მეურნეობის გაძღოლისა და ბავშვების აღზრდის ვალდებულება მთლიანად ქალებს აწვებათ.

“ვაჟი წავიდა, მამამთილი მძიმე სამუშაოებისთვის მეტისმეტად მოხუცია. კარტოფილის გაყიდვა შვილის გამგზავრებამდე ვერ მოესწრო, ამიტომ ამ საქმის კეთება მე მომიხდა. საჭირო იყო მანქანაში მძიმე ტომრების ჩატვირთვა. მთელი ქუჩა მოვიარე და ერთი კაციც ვერ ვიპოვე, რომ დამხმარებოდა”, - ამბობს სილვა დემურჩიანი.

მძიმე სამუშაოების ჩამონათვალი კარტოფილის დათესვით იწყება. მდედრობითი სქესის ყველა ნაცნობი თუ ნათესავი ერთად იკრიბება და ჰექტარობით მიწაზე ტრაქტორს წელში მოხრილები კვალდაკვალ მიყვებიან.

ამ დროს სახლში მშიერი შვილები, მოხუცი მშობლები და დაუპურებელი საქონელი ელოდებათ. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ოჯახურ საქმეებზე, როგორიცაა სარეცხი, საუთოო, საკვების მომზადება და სახლის დალაგება.

ზაფხულობით ქალებს არამხოლოდ ოჯახურ საქმეებთან და საქონელთან გამკლავება, არამედ კარტოფილის მინდვრებზე ნათესებისთვის მიწის შემოყრა, თოხნა და სარეველების მოსპობაც უწევთ.

ამავე დროს, ისინი კენკრისა და ხილის მოსავლის აღებას და ზამთრისთვის ასობით ქილა კომპოტის, მურაბისა, მწნილის მოხუფვასაც ასწრებენ.

ზაფხული ხალიჩების რეცხვისა და მატყლის გაჩეჩვის სეზონიცაა.

“მთელი ზაფხული ჩვენს მხრებზე გადადის, ყველაფერი უნდა მოვასწროთ. სახლში საჭმელიც უნდა იყოს და წესრიგიც, კარტოფილსაც უნდა მოვუაროთ, რომ ზამთარში ფული გვქონდეს”, - ამბობს სილვა დემურჩიანი.

სოფლებში, სადაც ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ, ზაფხული საქონლის მრავალრიცხოვანი ფარისა და ჯოგისთვის თივის შეგროვების სეზონია. აქ თივას ქალებიც და ბავშვებიც მამაკაცების მხარდამხარ თიბავენ და აგროვებენ.

“ცხვრების დიდი ფარისა და ათობით ძროხის მოწველა იოლი საქმე არაა. ამის კეთება ჩვენს რძლებს უხდებათ. სხვა რა გზაა?!” - ამბობს ალვარდი სოფელ ქარცახიდან.

მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც სახლებში წყალი არ მოდის. აქ წყლის ზიდვაც ქალებს უწევთ, ზოგჯერ ამას ვირების დახმარებით ახერხებენ.

“თუ მამაკაცები სახლში არიან, წყალი მათ მოაქვთ, მაგრამ როცა ისინი წასულები არიან, მძიმე სათლების ზიდვა ქალებს უწევთ. ახალგაზრდა რძლებს ძირითადად ამას არ ანებებენ. მათ რამენაირად ხომ უნდა დავეხმაროთ, ამიტომ წყალი სახლში მეც ხშირად მომაქვს”, - ამბობს სოფელ მურჯახეთის მცხოვრები სუსანნა პეტროსიანი.

შემოდგომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ. მათ რაც შეიძლება სწრაფად, წვიმების სეზონის დადგომამდე უნდა აიღონ კარტოფილის მოსავალი. ამ დროს ქალებს კარტოფილის მინდვრებში სადილიც თან მიაქვთ, რომ სამუშაოს დიდი ხნით არ მოწყდნენ.

“ძალიან რთულია, თუ სახლში მამაკაცი არ არის და ამ დროს ქალაქიდან რაიმე მძიმეს მოტანაა საჭირო. შემოდგომით კარტოფილის ამოთხრა და შემდეგ მძიმე ტომრების ავსებაც ჩვენ გვიხდება”, - ამბობს ასმიკ აივაზიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახლა სწორედ ასეთი, “მატრიარქატის” სეზონია. მატრიარქატის, არა პირდაპირი გაგებით - ახლა ახალქალაქელი ქალები 6-8 თვის განმავლობაში მბრძანებლებიც თავად იქნებიან და შემსრულებლებიც.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
სოფელ დადეშში სეტყვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
მეურნე: კარტოფილის დაავადებები და ბრძოლის საშუალებები  [Video]
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
”სოფელში ქორწილები და მშობიარობები შემცირდა”
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ყინვამ კარტოფილის ნათესები დააზიანა
მეურნე: როგორ მივიღოთ კარტოფილის კარგი მოსავალი [Video]