FM97.5 / LIVE

ადიგენში საგაზაფხულო ბარათების 90 პროცენტი უკან ბრუნდება

მთავარიეკონომიკა 18.03.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტში ფერმერებმა მიწები შემოდგომით მოხნეს, ამიტომ ხვნის ბარათებს უკან აბრუნებენ.

ადიგენში საგაზაფხულო ბარათების 90 პროცენტი უკან ბრუნდება
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენეთლის მკვიდრი გიგლა ფანჩვიძე ნაკვეთს ხარებით ფარცხავს. მიწა შემოდგომით მოხდნა და შვრია დათესა კიდეც. ახლა ყანას ლობიოს, სიმინდისა და კარტოფილის დასათესად ამზადებს.

„ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მაქვს. შემოდგომით სულ დავხანი. ახლა ბარათი აღარაფერში მჭირდებოდა და უკან დავაბრუნე, ჯობდა ეგ ბარათი შემოდგომით მოეცათ, - ამბობს ფანჩვიძე და ამატებს, რომ თანხით, რომელიც ბარათის უკან დაბრუნების შემდეგ დაერიცხება, აზოტს იყიდის, - შევწამლავ კარტოფილს, სიმინდს და უკეთესი მოვა“.

ბარათი უკან დააბრუნა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის მკვიდრმა თამარ ულარჯიშვილმაც: „დახნული მაქვს მიწა. ავიღო ბარათი და გულზე დავიკიდო!? რად მინდოდა?!“

ულარჯიშვილს, ისევე როგორც წელს, ნაკვეთი შარშანაც დახნული ჰქონდა მაშინ, როცა ხვნისთვის ბარათი მიიღო: „ვის აქვს გაზაფხულზე დაუხნავი მიწა?! მაშინ უნდა დაარიგონ ეს ბარათები, მართლა რომ გვჭირდება დახმარება. შარშან უკან დაბრუნებული ბარათის ფულით კარტოფილის თესლი ვიყიდე, წელს ამბობენ, ეს ბარათები საოშისთვის არ გამოდგებაო, ამიტომ ამ ფულით სტაფილოს და ჭარხლის თესლს შევიძენ“.

ადიგენის მუნიციპალიტეტმა „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში 5,466 ბარათი მიიღო. თუმცა, უკვე დარიგებული ბარათების დიდი ნაწილი უკან ბრუნდება.

მაგალითად, ბოლაჯურის საკრებულოში სადაც 2 სოფელი შედის, 412 ვაუჩერი დარიგდა, თუმცა აქედან 388 ადიგენის მუნიციპალიტეტის გმაგეობას უკან ჩაბარდა. სოფელ ადიგენის თემში 308 ვაუჩერიდან უკან 295 დააბრუნეს. ფხეროს საკრებულოში მიღებული 178 ბარათიდან ხვნისთვის მხოლოდ 15-ს გამოიყენებენ, 163 კი კვლავ უკან ჩაბარდებათ. დიდ სმადაში 294-დან 288 გადასცეს ისევ გამგეობას.

„17, ან 18 მარტს უკან დაბრუნებულ ბარათებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩავაბარებ“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

მისი თქმით, ქვედა ზონის სოფლებში მიწა 90 პროცენტზე მეტს უკვე დახნული აქვს: „მიწები დასახნავია დერცელის საკრებულოში, სადაც 5 სოფელი შედის და ჭეჭლის საკრებულოში, რომელიც 7 სოფელს აერთიანებს“.

ძირითადი სამუშაო ზედაზონის სოფლებში რომაა, ამაზე შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი კახა ჩინჩალაძეც საუბრობს: „ველოდებით, რომ იქ თოვლი დადნეს“.

ამ დროისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატრორიდან“ 9 ტრაქტორია გაგზავნილი.

„მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომით მიწა უმრავლესობამ დახნა, სამუშაო ქვედა ზონის სოფლებში ამ დროისთვის მაინც არის“, - ამბობს ჩინჩალაძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთში ხვნის ბარათების 75%-ს უკან აბრუნებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტში 1.100 ხვნის ბარათი უკან დააბრუნეს
ახალციხეში დარიგებული ხვნის ბარათების ნახევარი უკან დაბრუნდა
სასოფლო ბარათების მიღების ვადა გახანგრძლივდა
ახალციხეში ხვნის ბარათი 112 ოჯახს გადაეცა
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ