FM97.5 / LIVE

მესხეთში ხვნის ბარათების 75%-ს უკან აბრუნებენ

მთავარიეკონომიკა 19.03.2014
მესხეთში 19,025 ხვნის ბარათიდან 14,349-ზე მეტი უკან ბრუნდება. გლეხებმა მიწები შემოდგომით დახნეს და ამიტომ ბარათებს სახნავად ვეღარ იყენებენ.

მესხეთში ხვნის ბარათების 75%-ს უკან აბრუნებენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა ხვნის ბარათები სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს ჩაიტანა. ადიგენის მუნიციპალიტეტში მიღებული 5,466 ბარათიდან უკან 4,463 დაბრუნდა.

„ქვედა ზონის სოფლებში მიწა ყველგან შემოდგომით მოხნეს.ბარათები ზედა ზონიდან, მოხის თემიდან არ დაუბრუნებიათ მხოლოდ“, - ამბობს ბალახაშვილი და ამატებს, რომ მოხის თემისთვის 121 ბარათია გათვალისწინებული.

2,562 ბარათი ჩაიბარა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ამ დროისთვის უკან 986 დაბრუნდა.

„6 სოფლიდან მობრუნებული ბარათების რაოდენობა ჯერ არ დაგვიჯამებია, 986-ს მინუმუმ 100 უკან დაბრუნებული ბარათი მაინც დაემატება“, - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი დავით პაპაშვილი.

7 000 ბარათი დააბრუნეს უკან გლეხებმა 8 350-დან ახალციხის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა ეს საბოლოო მონაცემი არ არის. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აშოტ მანასიანი ამბობს, გლეხები ბარათებს უკან ამ დრომდე აბრუნებენ.

2 647 ბარათიდან 1900 დააბრუნეს უკან ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც.

ასპინძის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან ბარათებს სოფლის მეურნეობის სამინსიტროში უახლოეს დღეებში წაიღებენ. ამის შესახებ მითითებას მუნიციპალიტეტებში სამინისტროდან ელოდებიან.

მესხეთში ხვნის ბარათების 75%-ს უკან აბრუნებენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტში 1.100 ხვნის ბარათი უკან დააბრუნეს
ადიგენში საგაზაფხულო ბარათების 90 პროცენტი უკან ბრუნდება
ახალციხეში დარიგებული ხვნის ბარათების ნახევარი უკან დაბრუნდა
სასოფლო ბარათების მიღების ვადა გახანგრძლივდა
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ახალციხეში ხვნის ბარათს 8,350 ადამიანი მიიღებს
შესაძლოა ახალციხეში 409 ოჯახმა საგაზაფხულო ბარათი ვეღარ მიიღოს