FM97.5 / LIVE

რის მიხედვით არჩევენ ახალ თანამშრომლებს ადიგენის თვითმმართველობაში?

მთავარიპოლიტიკა 12.03.2014
კომუნიკაციისა და არგუმენტაციის უნარი, პრეზენტაბელურობა, პიროვნული ხიბლი, ჯგუფური მუშაობის უნარი, ემოციური მდგრადობა, მენეჯერული უნარი, - რას აქცევენ ყურადღებას კადრების შერჩევისას ადიგენის თვითმმართველობაში.

რის მიხედვით არჩევენ ახალ თანამშრომლებს ადიგენის თვითმმართველობაში?
ადიგენის თვითმმართველობაში მიმდინარე საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე გუშინ, 11 მარტს, გასაუბრება 33 განმცხადებლიდან 25-მა გაიარა.

პირველ ეტაპზე გასაუბრება იმ კონკურსანტებმა გაიარეს, რომელთაც განაცხადი საკრებულოს იურისტისა და მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში მთავარ სპეციალისტის პოზიციებზე ჰქონდათ შეტანილი.

როგორც თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევ საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში გვიხსნიან, 33-დან 8 აპლიკანტი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

მათივე თქმით, საკრებულოს იურისტის პოსტის დაკავება 17 აპლიკანტს სურდა, 8 პრეტენდენტი იყო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

შვიდკაციანი კომისიიდან ერთი წევრი, ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე დავით ოგანესიანი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასაუბრებას არ ესწრებოდა.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ განმცხადებლებს კითხვებს საჯარო სამსახურისა და ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ კანონებიდან უსვამდნენ. შეკითხვები იყო საქართველოს კონსტიტუციიდანაც. ინტერესდებოდნენ განმცხადებლების პროფესიული უნარ-ჩვევებითაც.

„ძალიან რთულია ასე შეაფასო პიროვნების პროფესიონალიზმი. კანონის დაზეპირება ყველას შეუძლია. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ მათი პასუხისმგებლობის გრძნობა, განათლება თუ გამოცდილება, საქმეში უნდა გამოჩნდეს“, - ამბობს კუბლაშვილი.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თემურ ფეიქრიშვილის თქმით, იყო კითხვები პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც კომისიის წევრებმა წინასწარ მოამზადეს: „კომისიის ყველა წევრს ჰქონდა შიდა სამუშაო ფურცელი, სადაც უნდა შეფასებულიყო აპლიკანტის კომუნიკაციისა და არგუმენტაციის უნარი, პრეზენტაბელურობა, პიროვნული ხიბლი, ჯგუფური მუშაობის უნარი, ემოციური მდგრადობა და მენეჯერული უნარი“.
კომისიის თითოეული წევრი კონკურსანტის უნარ-ჩვევებს ერთიდან ხუთ ქულამდე აფასებდა.

„აპლიკანტების საერთო მაჩვენებელში უნდა იყოს შემდეგი შეფასება: სუსტად განვითარებული, საშუალოდ განვითარებული და მაღალ დონეზე განვითარებული“, - განმარტავს თემურ ფეიქრიშვილი.

გოდერძი კუბლაშვილი ამბობს, რომ გუშინდელი გასაუბრების შედეგად კადრები უკვე შეარჩიეს, თემურ ფეიქრიშვილი კი აცხადებს, რომ ჯერ მხოლოდ ზოგადი მოსაზრებები არსებობს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის თვითმართველობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. განცხადებების მიღება 3 თებერვალს დასრულდა. 7 ვაკანტურ ადგილზე 111 განაცხადი შევიდა, აქედან, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მეორე ეტაპზე 887 განმცხადებელი დააკმაყოფილა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მთავრდება
ადიგენის თვითმმართველობაში გასაუბრების მეორე ეტაპზე კონკურსანტთა ნახევარი არ გამოცხადდა
ადიგენში 56 კონკურსანტიდან 7 იღბლიანის ვინაობა გაირკვა
ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
ადიგენის თვითმმართველობაში დღეს რწმუნებულებსა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევენ
ადიგენის თვითმმართველობაში საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა