FM97.5 / LIVE

კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თბილისში ვიდეოაქცია გაიმართება

მთავარისაზოგადოება 10.03.2014
დღეს, 10 მარტს, 19:30 სთ-ზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან მუშების მხარდასაჭერი ვიდეოაქცია გაიმართება.

კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად თბილისში ვიდეოაქცია გაიმართება
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)ინფორმაციით, რიგითი მოქალაქეების მიერ დაგეგმილი ვიდეოპროექცია, კიდევ ერთი მცდელობაა შეახსენოს სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება, მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს და გადახედოს არსებულ სოციალურ პოლიტიკას.

ვიდეოპროექცია იმართება კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცული მუშების მხარდასაჭერად, რომლებიც უკვე დიდი ხანია, მოითხოვენ შრომის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მათი უფლებების დაცვას.

"წინა ხელისუფლების პირობებში გატარებულმა ლიბერალურმა შრომითმა პოლიტიკამ, ისედაც იერარქიულ ურთიერთობებში მყოფი, დასაქმებული ადამიანები ფიზიკურად და სამართლებრივადაც დაუცველი დატოვა დამსაქმებლისგან. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ არსებითად არ შეცვალა არსებული პოლიტიკა. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი ისევ არ არის ადამიანი და ის კვლავ დაუცველი რჩება სისტემის წინაშე, რომელიც მის სასიცოცხლო ინტერესებს უგულებელყოფს", - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეოპროექციის პარალელურად იმართება მუშათა მხარდამჭერი აქცია, რომელსაც უერთდებიან: "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED)

ასევე ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც გარემოსდაცვით და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ

მოხეს სადავო შენობაზე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში საჩივარი შეიტანეს
ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
EMC 31 დეკემბერს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის