FM97.5 / LIVE

20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.03.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების 45 წარჩინებული კურსდამთავრებული განათლების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.

20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს

2012 -2013 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სახელობითი მედლები დღეს, 5 მარტს გადასცეს. წარჩინებულების დაჯილდოების ცერემონია, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შედგა. კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ გადასცა.

წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა ახალციხის გამგეობამაც. კურსდამთავრებულებს თვითმმართველობისგან გადაეცათ გამომცემლობა „კლიოს“ - „საქართვლოს 100 ღირსშესანიშნაობა“.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა 12-წლიანი სწავლის შემდეგ შენი შრომა ფასდება. მადლობას ვუხდი ყველას: სკოლას, მასწავლებლებს, ჩემს მშობლებს“,- ასე გამოხატა ემოცია ვალეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნანი მანველიშვილმა.

45 მედალოსნიდან 20-მა ოქროს მედალი მიიღო, დანარჩენებმა კი ვერცხლის.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მეტი, 6 ოქროს მედალი, ვალის პირველ საჯარო სკოლას ერგო; 4 ოქროს მედალი მიიღო ახალციხის მეორე საჯარო სკოლამ; 3 ოქრო ერგოთ ვალის მეორე და ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლებს; 2 ოქროს მედალი მიიღო ახალციხის პირველმა საჯარო სკოლამ, და თითო-თითო ახალციხის მესამე (სომხურმა) საჯარო სკოლამ და ახალციხის კერძო სკოლა „მზექამ“.

ვერცხლის მედლების რაოდენობა კი ასე გადანაწილდა, ყველაზე მეტი, ექვს-ექვსი ვერცხლის მედალი მიიღეს ახალციხის პირველმა და მეხუთე საჯარო სკოლებმა; სამ-სამი - სოფელ ანისა და ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლებმა; ორ-ორი - სოფელ კლდის სკოლამ და კერძო სკოლა „მზექამ“ და თითო-თითო - ახალციხის მესამე, ვალის მესამე და აწყურის საჯარო სკოლებმა.

როგორც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, წარჩინებული კურსდამთავრებულთა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოების პროგრამა ერთ-ერთია იმ პროგრამებსა და პროექტებს შორის, რომელსაც სამინისტრო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით ახორციელებს. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო
ახალციხის სკოლებში 46 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი მოსწავლეა
ახალციხეში ოქროსა და ვერცხლის მედლები 69 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცეს
რამდენი მედალოსანია ახალციხის სკოლებში
ახალციხეში 60–მა კურსდამთავრებულმა კუთვნილი მედალი მიიღო
ადიგენში წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ
ბორჯომში წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ