FM97.5 / LIVE

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა იწყება

მთავარიეკონომიკა 15.11.2013
რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და რა სიკეთეს მოუტანს ფერმერს, ამის შესახებ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა იწყება
შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ. დღევანდელ შეხვედრაზე კოოპერატივების შექმნის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს.

„კოოპერატივის შექმნა ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს, ეს არის დემოკრატიულობა და ნებაყოფლობითობა. დღევანდელ კოოპერატივში არავინ არ აიძულებს გლეხს, რომ გაწევრიანდეს, ხოლო თუ გაწევრიანდება მას ექნება გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება“, - განმარტავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.

მისივე თქმით, ყოველივე ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდის საქართველოში დანერგვაა.

„სახელმწიფოს მიაჩნია, რომ აგრარული სექტორის განვითარება კოოპერაციის გზაზე გადის, რადგან იმ მოსახლეობის მიერ გაწეული შრომა გაცილებით მეტია და მეტ ხარჯს მოითხოვს, რომლებიც ერთ ჰექტრამდე ან ცოტა მეტ მიწას ფლობენ. ხოლო გაერთიანების შემთხვევაში გლეხებს საშუალება მიეცემათ, რომ ნაკლები შრომა გაწიონ, ხარჯი გადაანაწილონ და მეტი მოგება მიიღონ“, - განმარტავს გიორგი მიშელაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ბალახაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ვარაუდობს, რომ პირველი ეტაპი შესაძლოა რთული იყოს.

„ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი ძირითადად ჰექტარი და 25 მეასედია. თუმცა, არის ისეთი საკრებულოებიც, სადაც 0,65 ან 0,70 ჰექტარი მიწა აქვთ. აღნიშნული მიწის ნაკვეთები კი ხუთ ან სამ ადგილზე აქვთ დანაწევრებული. ალბათ ეს ეტაპი შედარებით რთული იქნება, რადგან უნდა დააკომპლექტონ და თავი მოუყარონ. თუმცა, იდეა ძალიან კარგია და მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რომ აღნიშნული მიწის ფართობები გაამსხვილოს და გააერთიანოს“, - ამბობს არსენ ბალახაშვილი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების თქმით, კოოპერატივებს გარკვეული საგადასახადო შეღავათებიც ექნებათ.

„უპრეცედენტო შემთხვევაა, როცა მეწარმე სუბიექტი გრანტის მიმღები იქნება. შესაბამისად, გრანტის სახით მიღებული მოგება თავისუფლდება გადასახადისგან“, - აღნიშნავს გიორგი მიშელაძე.

2014 წლიდან კოოპერატივების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროგრამას სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორპსიც“ იწყებს.

„აღნიშნული პროგრამა შესაძლებელია, რომ განვითარდეს ახლადშემქნილ სააგენტოსთან თანამშრომლობით და იმედი გვაქვს, რომ წარმატებით განხორციელდება“, - ამბობს „მერსი ქორპსის“ პროგრამა „ალიანსების“პროგრამის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ნინო კაპანაძე.

კოოპერატივების შექმნა, დაფუძნება და აქამდე შექმნილი კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა უკვე შესაძლებელია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მთავარია მათ მიერ შედგენილი წესდება კანონის იმ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონითაა განსაზღვრული. სტატუსის მინიჭება კი სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს მიღო. კანონის საფუძველზე შეიქმნა საჯარო სამრთლის იურიდიული პირი - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა იწყება

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას მოუტანს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?
სამცხე–ჯავახეთში 324 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი
რძის მწარმოებელი კოოპერატივების რეგისტრაცია გრძელდება
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები
სენაკში, სოფელ უშაფათში, კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილს აწარმოებს [R]
რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს [R]
ფერმერებს წარმოებული პროდუქტის ბრენდირებაში სახელმწიფო დაეხმარება