FM97.5 / LIVE

საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2020
ოთხმა რელიგიურმა გაერთიანებამ, საბჭოთა ტოტალური რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა მიიღო. მათთვის ჯამში 3 500 000 ლარი გაიცა.

საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის თანხა ასე გადაანაწილა:

საქართველოს ისლამური თემი - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
საქართველოს იუდეური თემი - 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

მთლიანობაში 3 500 000 ლარი გაიცა, თუმცა მიმდინარე წელს დარჩენილია კიდევ ერთი მილიონი: „1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით“, - აცხადებენ რელიგიის სააგენტოში.

მუსლიმური, სომხური, რომაულ-კათოლიკური და ებრაული თემი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის #117 დადგენილების შესაბამისად იღებენ.

„ საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს (შემდგომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს“, - ნათქვამია დადგენილებაში. აქვე მითითებულია, რომ მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა უცნობია „ამდენად ზიანის ანაზღაურება განხორციელდება სიმბოლურად“.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, კონფესიების მსგავსი ფორმით დაფინანსებას ტოლერანტობისა და მრავალფეროპვნების ინსტიტუტი გამოეხმაურა. TDI მიიჩნევს, რომ ეს მოდელი კონფესიების დისკრიმინაციული შერჩევის კრიტერიუმებს დაეფუძნა: „საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ამართლებს, სრულიად განსხვავებულია სახელმწიფოს პოლიტიკა ოთხი რელიგიური თემისთვის გამოყოფილი თანხების გაკონტროლებისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში. სახელმწიფო არ ამოწმებს, თუ როგორ იხარჯება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, თუმცა აკონტროლებს ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის „სიმბოლური კომპენსაციის“ სახით გადაცემულ თანხებს.

რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა ავლენს, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ლოიალურ და მიკერძოებულ დამოკიდებულებას დომინანტი კონფესიის მიმართ და, მეორე მხრივ, რელიგიურ უმცირესობათა ავტონომიაში ჩარევისა და მათი გაკონტროლების გაძლიერების ტენდენციას აჩვენებს“, - ნათქვამია 2016 წელს გამოქვეყნებულ მასალაში.

იგივე დადგენილების მიხედვით მუსლიმთა დაფინანსების წესი 2016 წელს გაასაჩივრა საქართველს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციამ.
„აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, – განმარტავდნენ საიაში.
სამცხე-ჯავახეთში ოთხივე რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კონფესიების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:

სომეხთა სამოციქულო ეკლესია - 39.96%
რომაულ-კათოლიკური ეკლესია - 9.39 %
მუსლიმური თემი - 3.78%
იუდეური - 0.01%

საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანისათვის რელიგიურმა თემებმა თანხა მიიღეს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საია მიიჩნევს, რომ  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დაფინანსების წესი დისკრიმინაციულია
საქართველოში რელიგიური რუკები შეიქმნა
ოთხ რელიგიურ კონფესიას დაფინანსება გაუორმაგდა
25 მილიონი ეკლესიისთვის ძალიან ცოტაა – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი
EMC და TDI რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას კვლევას იწყებენ
რელიგიური კონფესიებისთვის ბიუჯეტში გაწერილი თანხა ძირითადად ერთ ეკლესიას მოხმარდება
ფინანსდებიან თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან რელიგიური უმცირესობები