FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა

მთავარიეკონომიკა 14.02.2014
ცვლილებების შემდეგ, რომელიც ახალციხის ადგილობრივ ბიუჯეტში დღეს, 14 თებერვალს შევიდა, ბიუჯეტი 9,341,195 ლარამდე გაიზარდა.

ახალციხის ბიუჯეტი 668,476 ლარით გაიზარდა
144 ათასი ლარი დაემატა სოციალურ პაკეტს და ჯამში 477 ათასი ლარი შეადგინა. როგორც საკრებულოში გვიხსნიან, სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ პროგრამებს რამდენიმე მიმართულება დაემატა.

„100 პროცენტით დაფინანსდება ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილეთა შვილების სწავლა საბავშვო ბაღებსა და სამუსიკო სკოლებში; ერთჯერად დახმარებებს მიიღებენ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში, სამამულო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები; ასევე ერთჯერადად დაეხმარებიან უსინათლოებს და ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. გაიზარდა პაკეტი მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოზე“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში იამზე მღებრიშვილი.

ცვლილებამდე ადგილობრივი ბიუჯეტი 8,672,719 ლარს შეადგენდა. როგორც საკრებულოში განმარტავენ, ცვლილებები იმითაა გამოწვეული, რომ მიმდინარე წელს იგეგმება სოფელ სვირში ახალი ამბულატორიის აშენება, ახალციხეში გამგეობის ყოფილი შენობის გარემონტება. თანხა გაითვალისწინეს საბავშვო ბაღებისთვის ავეჯის შესაძენადაც, ვინაიდან, ბაღებში კონტიგენტი გაიზარდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ახალციხის გამგეობა ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ოჯახებს ეხმარება
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
სამშვიდობო მისიებისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები კომპენსაციებს მიიღებენ
ბორჯომში სოციალური პაკეტის ოდენობა გააორმაგეს