FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს უკვე ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს

მთავარიპოლიტიკა 24.01.2014
დღეს, 24 იანვარს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა გევორქ შუშანიანმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს უკვე ყოფილი თანამშრომელი ზეწოლაში ადანაშაულებს
„გუბერნატორმა მითხრა, რომ განცხადება დამეწერა და სამსახურიდან წავსულიყავი, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ შუშანიანმა, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად 4 წელია მუშაობს - დღეს დავწერე პირადი განცხადება და დავტოვე კანცელარიაში“.

კითხვაზე თუ რა გახდა ამის მიზეზი, გვპასუხობს, რომ არ იცის: „ეგ მეც მაინტერესებს. არ ვიცი რატომ გამათავისუფლეს სამსახურიდან“.

გუბერნიაში კი შუშანიანის განცხადება უკვირთ. სამხარეო ადმინისტრაციაში მასზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ.

„გუბერნატორი ზეწოლას უარყოფს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. უკვირს რატომ თქვა ასეთი რამ შუშანიანმა“, - გვითხრა სამხარეო ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურიერთობის სპეციალისტმა ია გოგატიშვილმა.

გუბერნიაში ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის გიორგი მიქელაძის განცხადებით, შუშანიანი დროებით მოვალეობის შემსრულებელი იყო: „სავარაუდოდ მალე კონკურსი გამოცხადდება. ბუნებრივია, ეს შეეხება დროებით მოვალეობის შემსრულებლებსაც, შესაბამისად ისევე როგორც სხვებს კონკურსის გავლა მასაც მოუხდებოდა. ამიტომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება არავის დასჭირდებოდა“.

შეგახსენებთ, რომ აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას კი 16 დეკემბრიდან შეუდგა. პირველად თანამშრომლებთან შეხვედრისას მაჭუტაძემ სათათბირო ოთახში განაცხადა, რომ სამსახურიდან არცერთი მათგანის გაშვებას არ აპირებდა: „რეგიონს დასაკარგი კვალიფიციური კადრები არ ჰყავს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამშრომლებს გაეცნო
კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
ვინ არ აიღო სააღდგომო პრემია სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
რომელია ყველაზე მოთხოვნადი სამსახური სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში