FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველმა რეგიონულ წარმომადგენლობებს უფლება-მოვალეობები გაუზარდა

მთავარისაზოგადოება 21.01.2014
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგონულ წარმომადგენლობებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ შევიდნენ ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, მოითხოვონ დოკუმენტაცია, ჩაატარონ საექსპერტო გამოკვლევები და ა.შ.

სახალხო დამცველმა რეგიონულ წარმომადგენლობებს  უფლება-მოვალეობები გაუზარდა
სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი არმენ მარანგოზიანი.

უფლება-მოვალეობები რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოს სახალხო დამცველის სპეცილური რწმუნებით გაეზარდათ, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერსაა გამოცემული.

მაგალითად, სახალხო დამცველის აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელს არმენ მარანგოზიანს შეუძლია დაუბრკოლებლად შევიდეს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის სამხედრო ქვედანაყოფში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავების და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, მოითხოვოს და მიიღოს შემოწმებისთვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.

აპარატის თანამშრომელს რეგიონის მასშტაბით შეუძლია „ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე; სახელმწოფო ან/და არა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან/და მოამზადოს დასკვნები; მოიწვიოს სპეციალისტები ექსპერტები საექსპერტო ან/და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად; გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული“,- ნათქვამია რწმუნებაში.

აპარატის თანამშრომელს შეუძლია შეამოწმოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა დაწესებულებებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა; პირადად შეხვდეს და გაესაუბროს დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; შეამოწმოს აღნიშნულ დაწესებულებებში მათი ყოფნის დამადასტურებებლი დოკუმენტაცია.

ამავე დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგურალური შემოწმების, ასევე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნებით აღჭურვილი პირი: მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფ ან სახვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფრომაციის მიწოდება;
ასევე ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

სახალხო დამცველია აპარატის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი არმენ მარანგოზიანი ამბობს, რომ გაზრდილი უფლება-მოვალეობები მათ მუშაობას გაცილებით ეფექტურს გახდის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ომბუდსმენის ოფისი საგანგებო რეჟიმზე გადადის
2013 წელს სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ იმატა
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს