FM97.5 / LIVE

2013 წელს სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ იმატა

მთავარისამართალი 12.12.2013
2013 წელს სახალხო დამცველის ოფისში 5457 განცხადება შევიდა, 320 მოქალაქე კი სახალხო დამცველს პირადად შეხვდა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ოფისის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

2013 წელს სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობამ იმატა
აღნიშნულ ტენდენციას სახალხო დამცველი აპარატის საქმიანობის გააქტიურებასა და ცნობადობის ამაღლებას უკავშირებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, აპარატის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე სიახლე განხორციელდა: დაინერგა საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პროგრამა; დაიწყო კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის მიწოდება და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, რაც მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას; მოხდა არქივის სისტემატიზიცია; განახლდა ვებ-გვერდი.

გარდა ამისა, შეიცვალა აპარატის სტრუქტურა, გაიზარდა აპარატში მომუშავეთა რიცხვი. ქალის, ბავშვისა და შშმ პირთა უფლებათა დაცვის ცენტრი 3 ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა: ბავშვის უფლებების ცენტრი, შშმ პირთა უფლებების ცენტრი და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი.

„გაფართოვდა პრევენციის ეროვნულ მექანიზმი. კონკურსის საფუძველზე მონიტორინგში მონაწილე 40 დარგობრივი ექსპერტი შეირჩა. ამასთან, განახლდა დახურული დაწესებულებების მონიტორინგის მეთოდოლოგია. მიმდინარე წელს განხორციელდა 290 ვიზიტი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 88 ვიზიტი პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში; 4 ვიზიტი სამხედრო ჰაუპტვახტში; 6 ვიზიტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშში საუბარია საკანონმდებლო წინადადებებსა და რეკომნდაციებზეც. ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველმა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებითა და განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს. აგრეთვე წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება და საკონსტიტუციო სარჩელები.

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებებს 111 რეკომენდაციით მიმართა. გარდა ამისა, მონიტორინგი განახორციელა 138 სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე.

ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრი მუდმივ კოორდინირებას და მხარდაჭერას უწევს რელიგიური და ეროვნული უმცირესობების საბჭოების საქმიანობას.

ანგარიშში საგანმანათლებლო მიზნებისათვის განხორციელებულ აქტივობებზეცაა საუბარი. მათ შორისაა: სოციალური რეკლამა, რომელიც გადის საზოგადოებრივ მაუწყებლის ტელე და რადიო ეთერში; კონკურსი - „მე ომბუდსმენი 2013“; ვიქტორინა -„ეთნოსები და რელიგიები საქართველოში 2013“; მედია კონკურსი „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება 2013“;

ასევე, ტრენინგები, სემინარები, დისკუსიები, მრგვალი მაგიდები: შეხვედრები მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან, რექტორებთან, პედაგოგებთან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიშში ხაზგასმულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

„შედგა ომბუდსმენთა მეორე სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპის კავშირის ფარგლებში; ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პოლიტიკური და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე; აზიის ომბუდსმენთა ასოციაციის მე-13 კონფერენცია; ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სტრატეგიული შეხვედრა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში „A“ სტატუსი მიენიჭა და 3 წლის ვადით იქნა არჩეული ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ჯგუფის საკოორდინაციო კომიტეტის წევრად.

შეიქმნა საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო - 4 მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი იკრიბება წელიწადში ორჯერ და კონსულტაციას უწევს საქართველოს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებადარღვევებზე ეფექტურ რეაგირების მექანიზმებზე“, -ნათქვამია ანგარიშში, რომელიც სახალხო დამცველმა დღეს, 12 დეკემბერს წარადგინა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
სახალხო დამცველი: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა
სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
სახალხო დამცველი 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიებას ითხოვს