FM97.5 / LIVE

‘ლელომ’ და ‘ტრიბუნამ’ ადგილობრივებს პროგრამული პრიორიტეტები გააცნეს

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 29.10.2020
რა პროგრამული პრიორიტეტები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, რაზე აკეთებენ აქცენტებს, რითი ჰგავს და რითი განსხვავდება მათი გეგმები ერთმანეთისგან - ამ თემებზე ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მეორე ნაწილი პარტიების „ლელოსა“ და „ტრიბუნას“ წარმომადგენლებს დაეთმოთ, რომლებმაც საკუთარი პარტიების პროგრამებზე ისაუბრეს.

‘ლელომ’ და ‘ტრიბუნამ’ ადგილობრივებს პროგრამული პრიორიტეტები გააცნეს

2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა და დისკუსია დღეს, 29 ოქტომბერს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.
იგი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებითა და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელთან“ თანამშრომლობით გაიმართა.

შეხვედრა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში აუდიტორიამ იმ კვლევის შესახებ მოისმინა, რომელიც პოლიტიკურმა ექსპერტმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „ჯიპას“ სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ, პოლიტიკური პარტიების პროგრამების შესახებ მოამზადა.

პოლიტიკური პროგრამების განხილვასა და შეფასებისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ პარტიების პროგრამების ნაწილი ერთმანეთის თანხვედრაშია. გეგმებში იკვეთება რამდენიმე მთავარი მიმართულება, რაზეც აწყობილია მათი პროგრამები. ასეთებია: ეკონომიკა, უცხოური ინვესტიციები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა.

„თითოეული პარტია გვეუბნება, რომ მთლიან შიდა პროდუქტს გაზრდის დაახლოებით 80%-ით, სხვადასხვა გათვლით კი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამ დროისათვის არის ალბათ 50 მილიარდი“, - ამბობს კვაშილავა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუცია, საარჩევნო სისტემა და სასამართლო ასევე ძირითად საკითხებს წარმოადგენს:“ რამდენიმე პარტია მოითხოვს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს. საარჩევნო სისტემაზე ყველა კმაყოფილია. სასამართლოზე ყველა პარტია ამბობს, რომ არის საშინელი მდგომარეობა და უნდა შეიცვალოს. „ოცნება“ ამბობს, რომ კი, ბევრი საქმეები დაგროვდა და კომპეტენცია მაინც და მაინც კარგი არ არის მოსამართლეების, მაგრამ არ აღიარებს იმას, რომ სასამართლო არის ზეგავლენის ქვეშ“.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარტიების უმრავლესობა თანხმდება ესაა საგარეო პოლიტიკა: „საგარეო პოლიტიკაზე ყველა ამბობს, რომ ევროკავშირში გვინდა, ყველა ამბობს, რომ კავკასიაში გვინდა მშვიდობა, ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ რა ვქნათ რომ რუსეთი ასეთია, თუმცა ერთი პარტია, ბურჯანაძის პარტია ამბობს, რომ აქ პრობლემა არ არის. პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ნატოში“ გაწევრიანება მნიშვნელოვანია და თუ ეს არ გამოვიდა, ამერიკასთან უნდა გვქონდეს ურთიერთთანამშრომლობის აქტი გაფორმებული“.

ექსპერტის შეფასებების შემდეგ, შეხვედის მეორე ნაწილი „ლელოსა“ და „ტრიბუნას კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს დაეთმო.

„ტრიბუნას“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გელა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მათი პარტიული პრიორიტეტები საბანკო სექტორში არსებული პრობლემების მოგვარებაა, ხოლო „ლელოს“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელმა ჯუმბერ ინასარიძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამული პრიორიტეტებიდან რამდენიმეზე, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, ახალგაზრდები.

შეხვედრის მესამე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს ორი პარტიის წარმომადგენლებს.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ
კვირის აქცენტი: პოლიტიკური პარტიების პროგრამები [Video]
გამოკითხვა: იცნობთ თუ არა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს [ვიდეო]
როგორ ვნახოთ პარტიების საარჩევნო პროგრამები
პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოში 66 პარტია დარეგისტრირდა
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით