FM97.5 / LIVE

ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2020
20-22 ოქტომბერს, ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ტურისტულ ძეგლებს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში იგი ახალციხეში არსებულ უძველეს სინაგოგებსაც ესტუმრება და ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნობა. ელჩი რეგიონში „დანიშნულების ადგილის მართვის“ ორგანიზაციის მოწვევით ჩამოვიდა.

ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

ისრაელის ელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულთან და ახალციხის მერთან შეხვედრით დაიწყო. საუბრისას მხარეებმა ძირითადი აქცენტები ტურისტულ სფეროზე გააკეთეს.

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა აღნიშნა, რომ ახალციხეში ეს მისი მესამე ვიზიტია. პირველად იგი აქ 20 წლის წინ, მაშინ იმყოფებოდა, როცა ისრაელის ელჩის მოადგილე იყო, მეორედ ორი თვის წინ არაოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ესტუმრა, ახლა კი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) მოწვევით, ოფიციალურ-საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

„ჩამოვედი საქართველოში იანვარში, თუმცა ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ არის, მე ვიყავი 1997-2000 წლამდე ელჩის მოადგილე. ამ ექვსწლიანი შესვენების შემდეგ, როცა კიდევ ჩამოვედი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, თუ როგორ პროგრესირდა ქვეყანა. ორი თვის წინ მოვინახულე ახალციხე და ვარ მოხარული, რომ კიდევ მაქვს შესაძლებლობა“, - აღნიშნა ელჩმა.

გარდა ამისა, მან გუბერნატორს, ბესიკ ამირანაშვილსა და ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს საელჩოში არსებული „მარშალის პროგრამა“ გააცნო:

„ეს არის ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაარსებული ეთნიკური დახმარებისა და განვითარების პროგრამა, რომელიც ისრაელის ყველა საელჩოში, სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურია. რაც პროგრამამ დაიწყო მოღვაწეობა, 1 500 სპეციალისტი ეწვია ისრაელს და გაიღრმავა კვალიფიკაცია. როცა ისინი ბრუნდებიან, მათ ენიჭებათ „მშვიდობის ელჩების“ წოდება და დაარსდა „მშვიდობის(შალომ) კლუბი“. ეს არის არასამთავარობო ორგანიზაცია და მათი ძირითადი მიზანია ის გამოცდილება, რაც ისრაელში მიიღეს, დანერგონ საქართველოში. გვინდა, რომ ჩვენი ვიზიტის პირობებში გავხსნით „შალომ კლუბი“.

შეხვედრისას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ახალციხის მერმა ახალციხესა და რეგიონში ტურისტული ადგილების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქალაქში ორი სინაგოგა და ებრაული სასაფლაოა, რომლებიც ებრაელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება: „პანდემიის შემდეგ ტურიზმი გაგრძელდება ისევ, ამაში დარწმუნებულები ვართ და უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვა. ჩვენთან არის ორი სინაგოგა, ერთი მათ შორის ძალიან ძველი. ურთიერთობები, რომლებიც საუკუნოვანია გაგრძელდება“, - განმარტა საუბრისას ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

ორ მხარეს შორის შეხვედრა გუბერნატორის ინიციტივით დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, არც გუბერნატორსა და არც მერს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთში 22 ოქტომბრამდე დარჩება. იგი რეგიონში „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ინიციატივით ჩამოვიდა.

„ჩვენ ვგეგმავთ ისრაელის ელჩს გავაცნოთ ჩვენი რეგიონის პოტენციალი. დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი ბორჯომის მერთან, ვარძიაში და იმ ყველა ლოკაციაზე, რაც შეიძლება მოესწროს ორი დღის განმავლობაში. საუკუნეებს ითვლის ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა. ასევე ძალიან საინტერესოა ებრაელი ტურისტებისთვის ახალციხე, მოგეხსენებთ ორი სინაგოგაა ახალციხის ტერიტორიაზე. ჩვენ გავაკეთებთ ტურებს და მათში შევიტანთ სინაგოგებს, ჩვენი ინტერესია ტურისტი ჩვენს რეგიონში დიდხანს დავაყოვნოთ“, - განმარტა „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ.

დღესვე ელჩი ესტუმრება რაბათს, მოინახულებს ახალციხის ციხეს, ქალაქში არსებულ ორ სინაგოგას, შეხვედრა ექნება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მესხეთის დრამატული თეატრის თანამშრომლებთან.

ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა
ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში დასრულდა
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები სომეხი მოქალაქეების ცხოვრებით სომხეთის ელჩი დაინტერესდა
სომხეთის ელჩის ვიზიტი ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ააიპ–ის აღმასრულებელ დირექტორად შსს-ს ყოფილი თანამშრომელი შეირჩა
ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმებას ხელი მოაწერა