FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ააიპ–ის აღმასრულებელ დირექტორად შსს-ს ყოფილი თანამშრომელი შეირჩა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 16.01.2020
ააიპ „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ აღმასრულებელ დირექტორად დავით მუმლაძე შეირჩა. იგი რვა წლის განმავლობაში ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა.

სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ააიპ–ის აღმასრულებელ დირექტორად შსს-ს ყოფილი თანამშრომელი შეირჩა

მუმლაძე უფლება-მოვალეობის შესრულებას სამი იანვრიდან შეუდგა. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ტურიზმის სფეროში ოთხწლიანი გამოცდილება აქვს.

დავით მუმლაძეს სხვადასხვა წლებში ახალციხის, ვალეს და აბასთუმნის პოლიციაში უფროსის პოზიცია ეკავა. ასევე, იყო საპატრულო პოლიციაში, საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი. ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე – დეტექტივების განყოფილების უფროსი.

ააიპ–ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე კონკურსი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ვერავინ შეარჩიეს. მუმლაძე მესამედ, გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შემდეგ აიყვანეს.

მან საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება გაიარა. ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბევრს ვერაფერს იტყვის, რადგან ახალი დანიშნულია და გაცნობის პროცესშია. გასაუბრებაზე ყურადღება რეგიონის იმ ადგილებზე გაამახვილა, რომელიც ტურისტებისთვის ნაკლებადაა ცნობილი.

„ვისაუბრე იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა დავაყოვნოთ ტურისტები ჩვენს რეგიონში. მქონდა შესაბამისი გეგმაც წარდგენილი. გვაქვს ლოკაციები, რომლებიც აქამდე უცნობია. თუნდაც ტაბაწყურის მიმდებარე ტერიტორიები. ტაბაწყურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ, რომ მოხდეს აქტიურად დატვირთვა“, - განმარტა მუმლაძემ.

იგი აპირებს, რომ რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ ობიექტთან მჭიდრო კონტაქტი დაამყაროს.

„დაგეგმვის პროცესში ვართ, ვყალიბდებით. შევქმნით ბაზას რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების, რათა შემდგომ გავაცნოთ მოსახლეობას და იმ ტურისტებს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის მონახულებას გეგმავენ“.

დირექტორის გარდა აღნიშნულ სამსახურში, კიდევ ერთი თანამშრომელი ჰყავთ. ასევე იგეგმება დამატებით, ერთი თანამშრომლის აყვანაც.

ტურისტულ ააიპ–ს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს. მიმდინარე წელს გამოყოფილია 90 000 ლარი.

სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარების მიზნით, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2018 წლის ნოემბერში დაფუძნდა. იგი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტულმა ააიპ-მა თანამშრომლები მეორედ გამოცხადებულ კონკურსზეც ვერ შეარჩია
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება