FM97.5 / LIVE

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2020
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ახალციხეში არსებულ ებრაულ მემკვიდრეობას გაეცნო და უძველესი სინაგოგა მოინახულა, რომელიც რაბათის უბანში მდებარეობს. სპეციალურად მისთვის გაიხსნა უძველესი „სეფერ თორაც“. ელჩს სინაგოგა ებრაული თემის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა დაათვალიერებინეს.

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

ისრაელის ელჩის რან გიდორის ორ დღიანი ვიზიტი დღეს, 20 ოქტომბერს დაიწყო. მის ფარგლებში ელჩმა 1863 წელს აშენებული უძველესი სინაგოგა მოინახულა. ახალციხეში ებრაელი ხალხის ცხოვრებისა და მათი მემკვიდრეობის შესახებ ელჩს ადგილობრივი ებრაელები ესაუბრნენ, სინაგოგის მცველი სიმონ ლევიშვილი და ახალციხეში დაბადებული მენახე მელაზარე, რომელიც ამ დროისათვის ისრაელში ცხოვრობს.

სტუმრებმა სინაგოგაში არსებული უძველესი „სეფერ თორა“ ნახეს, რომელიც ებრაელებისთვის მნიშვნელოვანია: „აქ ინახება სეფერ თორა“. ჩვენ მასზე ვლოცულობთ. აქ არის ათი მცნება, რომელიც მოსემ ჩამოიტანა სინაის მთიდან და მან მიიღო ღმერთისგან, ებრაული ისტორია დაიწერა ამ თორაში“, - განმარა მენახე მელაზარემ.

რაბათის უბანში ელჩმა და სტუმრებმა მხოლოდ ერთი, მოქმედი სინაგოგა მოინახულეს. შორიდან დაათვალიერეს მახლობლად არსებული მეორე, 1902 წელს აგებული სინაგოგა, რომელიც დღეს ებრაულ საზოგადოებას არ ეკუთვნის და სავალალო მდგომარეობაშია.

„დღეს რეგიონის გუბერნატორთან და ახალციხის მერთან მქონდა საუბარი და მათ თქვეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია ეს (1902 წელს აშენებული) სინაგოგა შესული და ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს მის რესტავრაციას. მოვისმინე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისცა განკარგულება, რომ სინაგოგას ჩაუტარდეს რესტავრაცია და შემდეგში გადმოეცეს. მე ვიცი ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, ვიცი რომ მან გააკეთა საქართველოში არსებული ყველა სინაგოგის რესტავრაცია და ამისთვის გამოყო სახსრები, ვიცი, რომ ის თუ იტყვის სიტყვას არის გამკეთებელიც“, - განაცხადა მენახე მელაზარემ.

მისივე თქმით, უძველესი სინაგოგები არა მხოლოდ ებრაული სალოცავებია, არამედ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის სიმბოლო: „ეს არის ისტორიული ძეგლები, ამისათვის მოდის ისრაელიდან ათასობით და ათიათასობით ტურისტი, რომელიც ქალაქისათვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ისტორიული ძეგლი არ არის მხოლოდ ებრაელებისა, ეს არის ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის, ერთობისა და სიყვარულის ძეგლი, ამიტომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და ქალაქმა უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ ეს ძეგლი იყოს კარგად შენახული“.

ისრაელის ელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში რეგიონში „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ ინიციტივით მოეწყო. იგი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება, მანამდე კი მოინახულებს ტურისტულ ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს
სინაგოგის ერთადერთი მლოცველი  [Video]
სინაგოგას მისი ერთადერთი მლოცველი აღარ ტოვებს
ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ
მიხეილ გიორგაძე: ეს ძეგლი სიმბოლოა ძმობისა და მეგობრობის
ახალციხეში სინაგოგას 150 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ
კვირის აქცენტი: „ახალციხის სინაგოგა ევროპაში უძველესია“ [Video]