FM97.5 / LIVE

ახალციხეში მეოთხე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 18.10.2020
ახალციხეში დღეს, 18 ოქტომბერს დაფიქსირებული ცხრა შემთხვევიდან ერთი, საბარგო სადგურის დასახლებას უკავშირდება, აქ covid -19 დაწყებითი სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა.

ახალციხეში მეოთხე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც სკოლის დირექტორი განმარტავს, 70 წლამდე მასწავლებლის დაინფიცირების წყარო თბილისია.

"თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაუკეთეს მის ოჯახის წევრს ოპერაცია, იქ იყო ჩასული და დაინფიცირდა. ჩვენთან დღენახევარი იყო სკოლაში. მოძიებულია კონტაქტები და მასწავლებლების და მოსწავლეების ნაწილი თვითიზოლაციაში არიან", - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, ინიფიცირებულ პედაგოგთან ახლო კავშირი ორ მასწავლებელს და ოთხ მოსწავლეს ჰქონდა.

"ჯანდაცვიდან იყვნენ, ყველას მიეცათ რეკომენდაცია, დღევანდელი მონაცემებით სწავლის შეწყვეტის რეკომენდაცია არ მოსულა, ველოდებით", - ამბობს სკოლის დირექტორი.

გუშინ, 17 ოქტომბერს კორონავირუსი დაუფიქსირდა ქალაქ ვალეში მდებარე საბავშვო ბაღის ერთ-ერთ პედაგოგსაც, რის გამოც დაწესებულებაში სწავლა დროებით შეწყვეტილია. თვითიზოლაციაში გადავიდა ახალციხის N1 საბავშვო ბაღის ერთი ჯგუფი, ამ შემთხვევაში COVID-19 ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს აღმოაჩნდა.

დღეს, 18 ოქტომბერს, ახალციხეში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევაა. სულ მუნიციპალიტეტში ინფიცირების 28 ფაქტია დადასტურებული, რაც შეეხება რეგიონს მთლიანობაში მათი რიცხვი 92-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
არალში სკოლის მასწავლებელს covid-19 დაუდასტურდა
ახალციხის პირველ სკოლაში COVID-19 მასწავლებელს დაუდასტურდა
ჭეჭლის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – 2 მოსწავლეს კორონავირუსი აქვს
არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში კორონავირუსი 60-წლამდე კაცს დაუდასტურდა
ახალციხის მეხუთე სკოლაში COVID-19 მოსწავლეებსა და მანდატურს დაუდასტურდათ