FM97.5 / LIVE

ახალციხის მეხუთე სკოლაში COVID-19 მოსწავლეებსა და მანდატურს დაუდასტურდათ

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.10.2020
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში კორონავირუსი ორ მოსწავლესა და ერთ მანდატურს დაუფიქსირდა.

ახალციხის მეხუთე სკოლაში COVID-19 მოსწავლეებსა და მანდატურს დაუდასტურდათ

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეები, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ, ბოლო პერიოდში სკოლაში არ დადიოდნენ, შესაბამისად სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არის.

„მოსწავლეებს, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ, 13 ოქტომბრის შემდეგ სკოლაში არ ყოფილან. 14 ოქტომბერს დასვენების დღე იყო, შემდეგ სოფელში წავიდნენ, მალევე მათი ოჯახის წევრს დაუდასტურდა ვირუსი და ბავშვები აღარ მოსულან სკოლაში. შესაბამისად ეს ფაქტი დანარჩენი მოსწავლეებისთვის საფრთხეს არ წამოადგენს“, – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ.

რაც შეეხება მანდატურს, ის ბოლოს სკოლაში პარასკევს, 16 ოქტომბერს იმყოფებოდა.

„მანდატურს გასულ შაბათს ჰქონდა კონტაქტი, სავარუდო კოვიდინფიცირებულთან. ამის შემდეგ ის არ გამოცხადებულა სკოლაში, ამ პერიოდში შემხებლობა არ ჰქონია სკოლასთან, და დღეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია“ - განაცხადეს მანდატურის სამსახურში.

მათივე განმარტებით, სამცხე–ჯავახეთში მანდატურის დაინფიცირების ეს პირველი შემთხვევაა.

22 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 174–მდე გაიზარდა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის პირველ სკოლაში COVID-19 მასწავლებელს დაუდასტურდა
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში covid-19 პედაგოგს დაუდასტურდა
არლის სკოლაში კორონავირუსზე ტესტირება დაიწყო
კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ
ახალციხეში მეოთხე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - COVID-19