FM97.5 / LIVE

‘ოცნებამ’ სამცხე–ჯავახეთის კანდიდატების წარდგენა ნინოწმინდაში დაასრულა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 13.10.2020
დღეს, 13 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი გახარიამ და „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ანტონ ობოლაშვილისა და სამველ მანუკიანის წარდგენას მერიის, ააიპ–ების, სკოლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხარეო ადმინისტრაციის, საკრებულოს თანამშრომლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

‘ოცნებამ’ სამცხე–ჯავახეთის კანდიდატების წარდგენა ნინოწმინდაში დაასრულა

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ ნინოწმინდაში დღეს, 13 ოქტომბერს დაასრულა. სამველ მანუკიანმა საკუთარ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით ამომრჩეველსაც მიმართა.

მანუკიანი ოფიციალურად კახი კალაძემ წარადგინა. შეხვედრაზე სიტყვით პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძეც გამოვიდნენ, რომლებმაც მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს.

„დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. საერთოდ, ჩვენ დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ. შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული გეგმა გვაქვს, კონკრეტულად ვიცით, სად, რომელი პროექტი რა დროს უნდა დავიწყოთ და როგორ უნდა დავამთავროთ“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალურად წარდგენა სამცხე–ჯავახეთში გუშინ, 12 ოქტომბერს დაიწყო.

‘ოცნებამ’ სამცხე–ჯავახეთის კანდიდატების წარდგენა ნინოწმინდაში დაასრულა
[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ქართულმა ოცნებამ’ ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
'ქართული ოცნების' კანდიდატების წარდგენა სამცხე–ჯავახეთში [Photo]
'ქართულმა ოცნებამ' ლანჩხუთელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა [R]
'ქართულმა ოცნებამ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა
კანდიდატის წარდგენა ნინოწმინდაში [R]

„ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [Photo/Video]
”ქართულმა ოცნებამ“ კახეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა [R]