FM97.5 / LIVE

აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2020
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ტერიტორიაზე ახალი სალაშქრო ბილიკები კეთდება, არსებულს კი რეაბილიტაცია უტარდება. ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

აბასთუმანის ტყეში სალაშქრო ბილიკები კეთდება

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, 37 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო სტანდარტის ბილიკი ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება მარკირებული. ბილიკის მოსაწყობად 350 000 ლარი დაიხარჯება.

"ბილიკის გასწვრივ დამონტაჟდება საინფორმაციო დაფები, მოეწყობა ეკოტურისტული კოტეჯები, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის ნაწილში, ჯამში, 100 კილომეტრამდე სიგრძის ბილიკების რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ჩამოსულ ვიზიტორს, გარდა განახლებულ აბასთუმანში დასვენებისა, საშუალება ექნება იმოგზაუროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში და აღმოაჩინოს უნიკალური ქართული ბუნება“, - განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.

ახალ წრიულ ბილიკზე მოგზაურობა აბასთუმნის სარეინჯეროდან დაიწყება, გადაინაცვლებს მთა დიდმაღალზე და მთა ნასაბაჯვარს გადაკვეთს. საშუალო სირთულის, 37 კილომეტრიან ბილიკზე მოგზაურობა როგორც ფეხით, ისე ცხენით იქნება შესაძლებელი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 დოლარი დაიხარჯება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი 15 ივნისიდან გაიხსნება
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
ინფო ტური ჯავახეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ
ირემი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში [ვიდეო]
გახარია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება