FM97.5 / LIVE

სასამართლო პროცესზე მოსარჩელე გარდაიცვალა

მთავარისაზოგადოება, სამართალი 27.06.2012
დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სხდომაზე, მოსარჩელე მალხაზ სანდროშვილი გარდაიცვალა

სასამართლო პროცესზე მოსარჩელე გარდაიცვალა

მოსამართლე გია ბერაია საქმეს შპს ”რუსთავ ჰესისათვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ იხილავდა.

მოსარჩელე მალხაზ სანდროშვილი და მოპასუხე ანდრიას გიუნტერ მელცერი, ორივე შპს ”რუსთავ ჰესის” დირექტორია. სანდროშვილი მელცერისთვის საწარმოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა.

”სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე იყო, თუმცა ჯერ განხილვამდე არ იყო პროცესი მისული, არც მოწმეები იყვნენ დაკითხული და არც მხარეებს ჰქონდათ ახსნა-განმარტება წარმოდგენილი ეს შემთხვევა რომ მოხდა”, - ამბობს ახალციხის რაიონული სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჩიგოგა.

მისივე თქმით, სასამართლო აბსოლიტურად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა: ”არც კონფლიქტი იყო და არც კითხვა-პასუხის რეჟიმზე იყვნენ გადასულები, სანდროშვილმა საუბარი დაასრულა, დაჯდა, მაგიდაზე თავი დადო და რამდენიმე წამში გაითიშა. ეს ყველაფერი დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა”.

მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა, სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასწრაფო დახმარების სამსახურს დაურეკა.

”სასწრაფო მალევე მოვიდა, თუმცა, სანდროშვილი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო”, - გვითხრა ჩიგოგამ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოსამართლე გია ბერაიამ ახალციხის რაიონული სასამართლო დატოვა
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის სასამართლო  გადაიდო
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
დეპუტატი საკრებულოს წინააღმდეგ–სასამართლომ შალვა გოგოლაძის საქმის განხილვა დაიწყო
სასამართლო პროცესი მეექვსედ გადაიდო
პოლიციის თანამშრომელს მოქალაქე ავარიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვს
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო