FM97.5 / LIVE

უდელი ქალის ინფიცირების წყარო ისევ უცნობია

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.09.2020
ადიგენის სოფელ უდეში მცხოვრები ქალის ინფიცირების წყაროს ძიება კვლავ მიმდინარეობს. მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში რჩებიან. გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში 93 ადამიანია.

უდელი ქალის ინფიცირების წყარო ისევ უცნობია

როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, უდელი ქალი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექთანია, თავს კარგად გრძნობს. მას სიმპტომები არ აქვს: „ეს ქალი იყო უსიმპტომო. გეგმური ტესტირება ჩაუტარდა, როგორც მედპერსონალს უტარდება ხოლმე, ორ კვირაში ერთხელ და აქედან დაუდასტურდა“, - ამბობს სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე.

იგი არ ადასტურებს ადგილობრივების მიერ გავრცელებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ექთანი გამოძახებაზე ადიგენის სოფელ ჭეჭლაში იმყოფებოდა, სადაც ინფიცირებულ პირებთან ჰქონდა შეხება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი დაინფიცირების წყაროს მოკვლევა. არის რამდენიმე ვერსია, ზოგი ადგილობრივების ნათქვამი, ზოგი თვითონ მისი ნათქვამი, ზოგი სხვისი, დამუშავების პროცესშია, ასე მარტივად ვერ ხდება ხოლმე მაგისი დადგენა“.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 20 პირი, მიქელაძის თქმით, ყველა მათგანი გაიტესტა და ყველა თვითიზოლაციაშია.

გუშინ, 23 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით სულ 343 ადამიანის ტესტი აიღეს. აქედან:

ახალციხეში - 134;
ადიგენი - 124;
ბორჯომი - 1;
ასპინძა - 16;
ახალქალაქი - 62;

„არის ასევე სხვადასხვა უწყების მიერ აღებული ტესტები. იღებენ კლინიკებიც, ჯანდაცვის ცენტრები, ანუ მაგალითად ადიგენელი ადამიანი შეიძლება ჩამოვიდეს და ახალციხეში ჩაიტაროს ტესტირება. მთლიანად რეგიონის მასშტაბით, გაკეთდა 343 ტესტი. 16-24 სექტემბარმდე, ერთი კვირის განმავლობაში კი 1 805 ტესტი“, - ამბობს გიორგი მიქელაძე.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში არიან:

ადიგენში - 39 ადამიანი;
ახალციხეში - 37 ადამიანი;
ახალქალაქში 2;
ბორჯომში - 3;
ნინოწმნიდა 11;

მთლიანობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანიანების რიცხვი 92-ია.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინფიცირებული უდელი ქალი სასწრაფოს ექთანია
უდეში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს [ფოტო]
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა ნინოწმინდაში დადასტურდა
ადიგენში მესამე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა მიმდინარეობს
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა
სამცხე–ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 230 ადამიანია