FM97.5 / LIVE

უდეში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს [ფოტო]

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.09.2020
ეპიდემიოლოგები სოფელ უდეში ადგილობრივებს კორონავირუსზე ტესტირებას უკეთებენ. თვითიზოლაციასა და კარანტინში გადაიყვანეს ადიგენის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხუთი თანამშრომელი, ისინი უდეში მცხოვრებ ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

უდეში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს [ფოტო]

ეპიდემიოლოგები "სამხრეთის კარიბჭესთან" კომენტარს არ აკეთებენ, ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ტესტირება იმ პირებს უტარდებათ, ვისაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან ჰქონდათ კავშირი.

"მთელი დღე მუშაობს ეს ქალი, საღამოობით მოდის სახლში და მაგ დროს ვნახე მეც. ექიმებმა გვითხრეს, ვისაც კონტაქტი გქონდათ ყველა მოდით და ტესტირებას გაგიკეთებთო. მანამდე თვითიზოლაციაში უნდა ვიყოთ", – ამბობს სოფელ უდეში მცხოვრები ერთ–ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი სოფელ ჭეჭლაში ცხოვრობს. ერთი კი სოფელ უდეში.

ჭეჭლაში მცხოვრებლების დაინფიცირების წყარო აჭარაა, უდელი ექთნის კი უცნობია. სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ შეუფერხებლად მუშაობენ, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მხოლოდ ის პირები გადაიყვანეს, რომლებიც დაინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში იყვნენ.



უდეში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს [ფოტო]


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უდელი ქალის ინფიცირების წყარო ისევ უცნობია
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
უდელ კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირია მოკვლეული
ინფიცირებული უდელი ქალი სასწრაფოს ექთანია
ადიგენში მესამე ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა მიმდინარეობს
ჭეჭლაში კორონავირუსის ოთხი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა