FM97.5 / LIVE

100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.09.2020
ერთი საუკუნე გავიდა, რაც გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში დაიბეჭდა სტატია ახალციციხის მაზრაში საქართველოს მაშინდელი შს მინისტრის, ნოე რამიშვილის სტუმრობის შესახებ. მაზრაში გამართულ ყრილობაზე ახალციხელებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვეტილა.

100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაშიახალციხის რაბათი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ფოტო


აგვისტოს ბოლო რიცხვებში მოხდა ახალციხის სამაზრო ერობის ყრილობა. ყრილობას 22 ხმოსანი დაესწრო. ყრილობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ახალციხის მხარეს, რის დამადასტურებელი არის ახალციხის ერობის შუამდგომლობის დაკმაყოფილება სესხის შესახებო. ძველი მესხეთი შედარებით საქართველოს კუთხეებთან, როგორც კულტურულ ისე ადმინისტრაციის მხრივ ჩამორჩა. აქ ადგილი ჰქონდა ანარქიულ გამოსვლებს და ამ ჟამად მოსყიდული აგენტები საქართველოს წინააღმდეგ მალულ მუშაობას აწარმოებენ.

მაგრამ ეს ვაჟბატონები ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არაა მტკიცე. რესპუბლიკა მტკიცე საფუძველზეა აგებული, რასაც მოწმობს მისი ორი წლის დამოუკიდებელი არსებობა და აგრეთვე საქართველოს შეიარაღებულ ძალების მიერ ბათომის დაკავება და ჩამოშვებული ინგლისის დროშის მაგივრ საქართველოს დროშის აფრიალება. ჩვენდამი მტრულად განწყობილ ელემენტებმა, უნდა დაიმახსოვრონ, რომ ოსმალეთი განადგურებულია. ის დაყოფილია ნაწილებად და გაერთიანებისათვის მას ძალა არ ყოფნის. ერობის მოღვაწეებმა უნდა აუხსნან ხალხს საქმეთა ვითარება და ისიც, რომ არავითარ ძალას არ შეუძლია რესპუბლიკის საფუძველთა შერყევა.

ამ მოკლე ხანში ერობას გადაეცემა ადმინისტრაციის საქმე და სრულ იმედს გამოსთქვამს, რომ ერობა ადმინისტრაციის საქმეს სათანადო სიმაღლეზე დააყენებს.

მინისტრმა თავის სიტყვა მისალმებით და სურვილის გამოთქმით დაასრულა. ყრილობამ აირჩია ოთხი მომრიგებელი მოსამართლე და საერობო გამგეობის მეხუთე წევრად მაღლაკელიძე. ყრილობამ დაავალა გამგეობას შეუდგეს ძველ შკოლათა აღდგენას იმ ვარაუდით, რომ ოქტომბრის 1-ს სკოლებში მეცადინეობა დაიწყოს.

მასწავლებელთა კადრების გასამრავლებლად გადაწყდა დაარსდეს სამასწავლებლო სემინარიასთან ერთ წლიანი სამასწავლებლო კურსები. ამასთანავე გადაწყვიტეს გახსნან მიმდინარე წელს უმაღლესი პირველ დაწყებითი სკოლები. ასეთი სკოლა უნდა გაიხსნას უდესსა და აწყურში. ბოლოს დაადგინეს იშუამდგომლონ მთავრობასთან რათა მიღებულ იქნას ღონისძიებანი ახალციხე-არდაგანის რკინის გზის გასაყვანად.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 11 სექტემბერი, N206

წყარო: civil.ge


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი იყო ახალციხის მაზრა 100 წლის წინ
1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება
100 წლის წინ ნოე ჟორდანია ახალციხესა და აბასთუმანს სტუმრობდა
საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში
საარჩევნო ადმინისტრაციის კურსებისთვის რეგისტრაცია იწყება
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს