FM97.5 / LIVE

1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

მთავარისიახლე, განათლება 18.09.2020
შესაკეთებელი და განსაახლებელი 27 სკოლა, მასწავლებლების ძიება – 100 წლის წინანდელი ამბები.

1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება
გაზ. საქართველო, 1920 წლის 1 სექტემბერი, N88
მესხეთ-ჯავახეთი

მესხეთ-ჯავახეთის სკოლების შეკეთება

განათლების სამინისტრომ გაუხსნა ახალციხის სამაზრო ერობას ერთი მილიონი მანეთის კრედიტი მესხეთის სკოლების შენობათა შესაკეთებლად. ერობა უკვე შეუდგა სამინისტროსაგან სკოლების ჩაბარებას.

დაახლოებით ამდენივე თანხაა საჭირო ჯავახეთის სკოლების შესაკეთებლად. აქ (ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში) შესაკეთებელი და განსაახლებელია 27 სკოლა. თითქმის სრულად განადგურებულია სომხური სოფლების სკოლები. ადგილობრივის სასოფლო ადმინისტრაციის მეცადინეობით თათრების წასვლის შემდეგ სკოლებისათვის სოფლელებს დაურბევია, რომელთაც ჭერ-იატაკი და ხის ავეჯეულობა საწვავ მასალად უხმარიათ. განსაკუთრებით განადგურებულია არაკვას, ალასტანის და დილისკას სასკოლო შენობები. სშედარებით კარგად არის დაცული ქართული სკოლები – ბარათელში, ქალდასა, ჩეჩხში და სხვაგან. ამათზე უკეთ შენახულია რუსული სკოლები დუხობორებში, სადაც მხოლოდ ზოგიერთ ფანჯარაში რამდენიმე შუშაა ჩამტრეული.

სკოლების შესაკეთებლად ადგილობრივი სასკოლო და სამაზრო ადმინისტრაცია უკვე შეუდგა სახაზინო ტყეებიდან ხის მასალის გამოტანას, რომელიც გროვდება ახალქალაქში, ბარალეთსა და ალასტანში შენობათა და ავეჯეულობის დასამზადებლად.

სკოლების რიცხვი მესხეთ-ჯავახეთში

გასულ სასწავლო წლის განმავლობაში ახალციხესა და მის მაზრაში მოქმედებდა სულ 14 სასწავლებელი. ამათში 5 იყო ქალაქში, 9 მაზრაში. ქალაქში სულ არსებობს ერთი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი ქართულ-სომხური კლასებით; 4 დაწყებითი: ქართული, სომხური და ქართველ-მუსულმანთა. მომავალი სასწავლო წლიდან მაზრაში გაიხსნება კიდევ 10 დაწყებითი სკოლა.

ჯავახეთში (ახალქალაქის მაზრა) იყო მხოლოდ 4 სკოლა: ორი ახალქალაქში, მათში ერთი უმაღლეს დაწყებითი და ერთიც დაწყებითი ქართულ-სომხურ განყოფილებით. ორიც იყო მაზრაში – ქართული და რუსული დუხაბორების. მომავალი სასწავლო წლიდან ახალქალაქში გაიხსნება უმაღლეს დაწყებით სკოლასთან სომხური განყოფილებებიც, ხოლო მაზრაში – ოცამდე დაწყებითი სკოლა.

საჭიროა მასწავლებლები

მესხეთ-ჯავახეთში საჭიროა დაწყებითი სკოლის მასწავლებლები. ვისაც ჰსურს მესხეთში მასწავლებლობის ადგილის მიღება, უნდა მიჰმართოს ახალციხეში სამაზრო ერობას, ხოლო ვისაც ჯავახეთში ჰსურს სამსახური, უნდა ახლავე განაცხადონ განათლების სამინისტროში სადაც პირობების შესახებაც შეიძლება მოლაპარაკება დაბალ-სკოლათა მართვა-გამგესთან.

წყარო: რესპუბლიკა.100


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორი იყო ახალციხის მაზრა 100 წლის წინ
100 წლის ამბავი: ნოე რამიშვილი ახალციხის მაზრაში
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა
სომხური სკოლები მშობლიური ენის წიგნებს თვის ბოლოს მიიღებენ
ახალი სასწავლო წლიდან საგანის 'მე და საზოგადოებას' სწავლება დაიწყება
ახალქალაქის საჯარო სკოლები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან
დღეიდან მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებისთვის სკოლების რეგისტრაცია დაიწყო