FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სკოლაში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი დაინერგება

მთავარისიახლე, განათლება 08.09.2020
საქართველოს 100 სკოლაში, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში, დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი დაინერგება. პროექტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება ესტონეთის მთავრობისა და UNISEF-ის მხარდაჭერით განხორციელდება.

სამცხე–ჯავახეთის რამდენიმე სკოლაში დისტანციური სწავლების ესტონური მოდელი დაინერგება

რამდენი სკოლა ჩაერთვება სამცხე–ჯავახეთიდან ამ ეტაპზე უცნობია. გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით, ახალი მოდელით სწავლის დაწყებამდე, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პედაგოგები გადამზადდებიან.

„ისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას. ესტონეთი არის წამყვანი ქვეყანა განათლების კუთხით “, - ამბობს მაია ქურციკიძე.

სწავლების ესტონური მოდელი პირველად საქართველოში 2014 წელს გამოიყენეს, მაშინ ქვეყნის მასშტაბით 15 სკოლა შეირჩა, სადაც ინოვაციური სწავლების მეთოდები დაინერგა.

„გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთის მთავრობასა და განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან გრძელდება და ეს ითვალისწინებს ესტონური ექსპერტების დახმარებას, როგორც ეროვნული გეგმების გადასინჯვაში, ასევე მასწავლებლებისათვის ციფრულ პლატფორმებით და ონლაინ რესურსებით ხელმძღვანელობის ესტონური გამოცდილების გაზიარებაში. შერჩეული იყო ამ პროექტის ფარგლებში 15 სკოლა საქართველოს მასშტაბით და ამ 15 სკოლის პედაგოგებმა, დირექტორებმა გაიარეს ტრენინგები. ისწავლეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში, მაგალითად იყო კომბინირებული, ინტერაქტიური გაკვეთილები, როდესაც რამდენიმე საგანს ერთად ასწავლიდნენ, ვთქვათ ბუნება, მათემატიკა და ქართული“, - განმარტავს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.

პროექტის მეორე ეტაპზე, 100 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაში, 2014 წელს გადამზადებული 15 სკოლის მასწავლებლები დაეხმარებიან.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბილინგვური სწავლების დადებითი და სუსტი მხარეები
ახალციხის N4 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ახალციხის N1 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა –covid-19
კონკურსი ქართული ენის დისტანციური სწავლების მასწავლებელთა შესარჩევად
სამცხე–ჯავახეთის სკოლების 79 მეათეკლასელი კომპიუტერით დაჯილდოვდა
სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა
საფეხური: შშმ პირები და სტიგმა [Audio]