FM97.5 / LIVE

მუგარეთთან დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.09.2020
ახალციხეში, მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული ხუთი პირიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა. იგი თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობს.

avaria-mugarettan2

თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რის გამოც, ჯერ ოპერაციას ვერ უკეთებენ.

„რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შემოყვანიდან არის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის მრავლობითი დაზიანებები, ასევე სხეულის მრავლობითი მოტეხილობა. ველოდებით დინამიკაში მდგომარეობის დასტაბილურებას, რათა მოხდეს ოპერაციის ჩატარება“,– განგვიცხადეს თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პაციენტს მათ, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი გუშინ გვიან საღამოს დატოვეს.

„გუშინ შემოყვანილი ხუთი პაციენტიდან ოთხი ჩვენთან იმყოფებოდა, ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხელი მოაწერეს წასვლასთან დაკავშირებით და თავიანთი სურვილით დატოვეს კლინიკა“, –ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი რეზო კუჭუხიძე.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში, ორ სექტემბერს მუგარეთთან მოხდა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
მუგარეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა დასტაბილურდა
ახალციხეში მოტოციკლის დაჯახებისას დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა
ბორჯომში, ავარიის დროს დაშავებულმა, ორმა პაციენტმა კლინიკა დატოვა
მუგარეთში ავარიის შედეგად 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია
ახალციხეში დაშავებული ორი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა მძიმეა