FM97.5 / LIVE

მუგარეთში ავარიის შედეგად 5 მგზავრი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია

მთავარისიახლე, შემთხვევა 02.09.2020
ახალციხეში, სოფელ მუგარეთთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი პირი დაშავდა, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, იგი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

avaria

დღეს, ორ სექტემბერს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულები, სასწარაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა. ექიმების განმარტებით, ხუთი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ჩვენთან შემოიყვანეს ხუთი მოქალაქე. ერთი ახალგაზრდა კაცია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. იგი თბილისში გადაიყვანეს, პაციენტს აღენიშნებოდა თავის და გულ–მკერდის დახურული ტრამვა, ფეხის მოტეხილობა, სუნთქვის უკმარისობა“,– ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი რეზო კუჭუხიძე.

დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები არიან არასრულწლოვნებიც, სერიოზული არაფერი ჭირთ“,– განაცხადეს კლინიკაში.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 16:30 საათზე მოხდა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, „მაზდის“ მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ „მერსედესს“ შეეჯახა.

„მაზდა ტრაილერს უსწრებდა, სავარუდოდ ვერ დაინახა წინა მხრიდან მომავლი მანქანა და შეეჯახა“,– ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს მანქანა დაეჯახა
სოფელ ფარეხასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
სოფელ ხერთვისთან ავარიის შედეგად ოთხი პირი დაშავდა
ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა
სოფელ მინაძესთან ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა
ასპინძაში დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ადიგენში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა