FM97.5 / LIVE

ჩანდურაში ადგილობრივები სოფლის დეპუტატს უპირისპირდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.09.2020
ახალქალაქის სოფელ ჩანდურაში (ჩამძვრალა) მცხოვრები მოსახლეობა საძოვრების იჯარით გაცემას აპროტესტებენ, ადგილობრივები ამბობენ, რომ 30 ჰექტარი, რომელზეც პირუტყვს წლების განმავლობაში აძოვებდნენ, 49 წლით სოფლის დეპუტატის, ანდრანიკ მურადიანის ოჯახის წევრმა მიიღო.

სოფელი ჩამდურა

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დღეს, პირველ სექტემბერს გამართეს. მათი თქმით, კარწახის გზასთან მდებარე 30 004 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქონების მართვის სააგენტომ იჯარით 2018 წელს გასცა, ამის შესახებ კი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.

„ჩვენი სოფელი სარგებლობს მაგ მიწით, ჩუმად აიღეს იჯარით და არ გვითხრეს. ქიშმიშ ვაირადიანი დეპუტატის დედინაცვალია და მას გადაეცა 49 წლიანი იჯარით საძოვრები. ჩვენი ინფორმაციით მას იქ კარტოფილის დათესვა უნდა. ეს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო და ნახევარსაუკუნიანი იჯარით არ უნდა გაეცათ, ყველამ იცოდა რომ სოფელი სარგებლობდა“, - ამბობენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეები იჯარის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ, აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი ახალქალაქის მერიაშიც შეიტანეს.

„დღევანდელ აქციაზე ადგილობრივი თვითმმართველობიდან არავინ მოვიდა და ჩვენ წამოვედით. ვითხოვთ რომ ხელშეკრულება გააუქმონ, ეს ტერიტორია სოფელს ეკუთვნის“, – აცხადებენ ადგილობრივები.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ჩანდურას სოფლის დეპუტატთან დაკავშირება ვერ შეძლო, მის ტელეფონზე გვიპასუხეს, რომ „ანდრანიკ მურადიანი გასულია და არ იციან როდის დაბრუნდება“.

ქონების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ტერიტორიას იჯარით ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციის შემდეგ გასცემენ. ამიტომ კითხვას, რატომ გადასცეს კერძო პირს 49 წლიანი იჯარით ის ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა, ახალქალაქის მერიამ უნდა უპასუხოს.

„იჯარის გაცემამდე კონსულტაციას გავდივართ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რომელიც არის კომპეტენტური თავის ზონაში. თუ იძახიან, რომ ესა თუ ის ტერიტორია საძოვარია, ან სოფელი იყენებს, ჩვენ ასეთ ქონებებს არ ვაიჯარებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს წერილი მუნიციპალიტეტიდან, რომლის საფუძველზეც გავეცით იჯარით მიწა“, - განაცხადეს სააგენტოში.

მათი თქმით, იჯარის ხელშეკრულების ანულირება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ მოიჯარე თანხას აღარ გადაიხდის.

ახალქალაქის მერი იური უნანიანი კი ამბობს, რომ მოსახლეობის პროტესტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ის ახსოვს, რის საფუძველზე გასცა 2018 წელს თანხმობა სადავო ტერიტორიაზე: „თუ გაინტერესებთ მოგვწერეთ, მე არ მახსოვს ზუსტად რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება“, - გვითხრა უნანიანმა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა
მერია იჯარით გაცემული ტერიტორიიდან ყოველ თვე 400 ლარს მიიღებს
ფარავნის მცხოვრებლები მიწების დაბრუნებას ითხოვენ
ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა
ახალციხის ცენტრალურ პარკში ატრაქციონებისთვის ფართი  იჯარით გაიცა
ახალციხეში მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის საკითხს ხმაური მოჰყვა
ახალციხის მერიამ  ცენტრალურ პარკში ფართი ორი წლით გააქირავა