FM97.5 / LIVE

საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2020
სამი ჰექტარი ტერიტორია, რომელიც საპატრიარქომ სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირს, გრიგოლ ქურციკიძეს (ერისკაცობაში ირაკლი ქურციძე) გადასცა, 2019 წლამდე სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. დარეგისტრირებიდან 5 თვეში საპატრიარქომ ნაკვეთი სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით გადაუფორმა.

საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

ნაკვეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბენარასთან, ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს. ის საპატრირქომ 2019 წლის სექტემბერში დაიკანონა. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრება იყო და სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. თუმცა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის მიმართვის და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დასტურის შემდეგ, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს გადაეცა. რეესტრის მიხედვით აღნიშნულ ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულებით ირაკლი ქურციძეს (გრიგოლ ქურციკიძეს) მიმდინარე წლის თებერვალში გადაეცა და მიწით სარგებლობა 2045 წლამდე შეეძლება.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, რა მიზნით გადაეცა სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი და რისი გაკეთება იგეგმება ამ ტერიტორიაზე, თუმცა არც ადგილზე და არც ტაძარში გრიგოლ ქურციკიძე არ დაგვხვდა, სატელეფონო ზარებს კი არ უპასუხა.

ჩვენს ზარებს არ უპასუხა არც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ. ადგილობრივებმა მხოლოდ ის იციან, რომ ტერიტორია ეკლესიის საკუთრებაა.

საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა


საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

[რობი ზარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სასულიერო პირის მიწაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მესხური ვაზი დარგეს
იყიდება მიწის ნაკვეთი ®
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიამ ასფარაში კიდევ ორი მიწის ნაკვეთი იყიდა
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
იყიდება მიწის ნაკვეთი ახალციხეში®
იყიდება კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთი ახალციხეში [R]
ახალციხის სოფლებში რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიტბორა [Photo/Video]