FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფელ პამაჯში 'ატმარტინას' მწარმოებელი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.06.2017
ახალციხეში, სოფელ პატარა პამაჯში, ბიზნესმენის, მზესუმზირა „ატმარტინას“ მწარმოებლის, ბაბოიანების საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. მეპატრონის თქმით, სახლიდან წაღებულია საოჯახო ტექნიკა, თანხა და ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები.

ახალციხის სოფელ პამაჯში 'ატმარტინას' მწარმოებელი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს

მზესუმზირა „ატმარტინას“ მწარმოებლის მამა, მარტინ ბაბოიანი ვარაუდობს, რომ ქურდობა მაისის ბოლო რიცხვებში მოხდა. მისი თქმით, იმ პერიოდში იგი სომხეთში, ერევანში იმყოფებოდა, საქართველოში 29 მაისს დაბრუნდა და სახლში მისულს ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები და 5000 დოლარის ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც საფულეში მართვის მოწმობასთან ერთად იყო, წაღებული დახვდა: „რომ შემოვედი მთელი ტანსაცმელი, ავეჯი და ყველაფერი, რაც კი შეხვედრიათ, თავდაყირა დამხვდა. ვნახე, რომ უკანა კარები ღია იყო, ეტყობა წინა კარებიდან შემოვიდნენ და უკანა გასასვლელიდან გავიდნენ".

მარტინ ბაბოიანის თქმით, სახლის ფანჯრები და კარები დაზიანებული არ არის. ოჯახის წევრებს ეჭვი ამ ეტაპზე არც არავისზე აქვთ.

„მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა, არც ვიცი ვის შეიძლება გაეკეთებინა. ძირითადად ერევანში ვცხოვრობ და ამ დროს ჩამოვდივარ ხოლმე საქართველოში“, – ამბობს მარტინ ბაბოიანი.

ბიზნესმენის სახლის ქურდობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჯერ არ დაუკავებიათ. შსს–ში განმარტავენ, რომ ძიება 177–ე, ქურდობის მუხლით დაიწყო და ბრალდებულების დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხის სოფელ პამაჯში 'ატმარტინას' მწარმოებელი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ხოსპიოში მაღაზია გაქურდეს
სოფელ ყვიბისში მაღაზია გაქურდეს
ახალციხეში ადგილობრივი ბიზნესმენის სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
ახალციხეში დიდიმამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გატეხეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს
ახალციხეში ბინა გაქურდეს