FM97.5 / LIVE

ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 21.08.2020
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის თქმით, დღეს, 21 აგვისტოს ახალქალაქში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გზაზე მისი ძმის მანქანის აფეთქება სცადეს. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის შედეგად არიან თუ არა დაშავებულები.

enzel-mkoiani

ინფორმაციას ენზელ მკოიანი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. შსს–ში ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

ვიდეოში ენზელ მკოიანი ტელეფონზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი შემთხვევა იმ პირებთან იყოს კავშირში, რომლებიც მას ემუქრებიან. ძმის მანქანის აფეთქება კი იმიტომ სცადეს, რომ ბოლო პერიოდში თვითონ სარგებლობდა.

„უნივერსიტეტის გზაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დისტანციურად იმართებოდა, მანქანის მიახლოებისას აფეთქდა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ადგილზე დიდი ორმო გაჩნდა, ხის ტოტოები და მიწა კი მანქანას შეეყარა. ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანაში საავარიო ბალიშები გაიშალა", – ჰყვება მკოიანი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში.

ვიდეოში ასევე ისმის საყვედური გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მისამართითაც.

„მივწერე შოთაძეს [გულისხმობს მის მიმართ განხორციელებული მუქარისა და გამოძალვის შესაძლო ფაქტებს]. ასე არ შეიძლება გაკეთება, 21 წელია პარლამენტის დეპუტატი ვარ, მან კი ჩემი საქმე რეგიონულ სამმართველოში გამოაგზავნა განსახილველად".

ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ 20 და 24 მაისს "მესენჯერით" და „ვოცაფით“ უცნობი პირები დაუკავშირდნენ 5 მლნ დოლარი მოსთხოვეს და უთხრეს, რომ პოლიტიკას ჩამოშორებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში "მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, სართხე შეექმნებოდა მის სიცოცხლესაც".

ენზელ მკოიანის მისამართით მუქარასა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით "ოცნების" დეპუტატის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ბრიფინგი 10 აგვისტოს გამართა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიცია შევიდა – ენზელ მკოიანი [ვიდეო]
ენზელ მკოიანის შესაძლო შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო
ენზელ მკოიანი საპარლამენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის
ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ [R]
ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]
‘ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემს ავტორიტეტზე’ – ენზელ მკოიანი ახალქალაქში მომხდარზე