FM97.5 / LIVE

‘თუ ახალგაზრდებს დააკავებენ თავს დავიწვავ’ – გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მამა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.08.2020
ახალქალაქში, სოფელ გულიკამის მოსახლეობა, ახალგაზრდების პოლიციაში დასაკითხად წაყვანის წინააღმდეგია, ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს.

Kulikam-Gl.-2020

აქციის შესახებ ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს, მათი თქმით, ახალქალაქში რვა აგვისტოს მომხდარ მკვლელობასთან, ასევე სახლების და მანქანების დაწვასთან დაკავშირებით, პოლიციაში 40–მდე გულიკამელი ახალგაზრდა დაიბარეს.

დაკითხვასთან დაკავშირებით ადგილობრივები სამართალდამცავებმა დღეს, 16 აგვისტოს გააფრთხილეს.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ ბიჭები არ წაიყვანონ. ჩემი ვაჟი გარდაიცვალა, თუ ამ საქმეში კიდევ სხვა მსხვერპლი გვეყოლება ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ ექნება. მე ჩავთვლი, რომ არაფერი მომხდარა, ვიფიქრებ, რომ ჩემი შვილი შევწირე. ჩვენ არ ვაპირებთ შურისძიებას ან მტრობას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე, ჩვენი სოფლის არც ერთი ახალგაზრდა არ იყოს დაკითხული. მე ვუთხარი პოლიციას, თუ ახალგაზრდებიდან ვინმეს წაიყვანენ ახალციხეში და დააპატიმრებენ, მაშინ მე ქალაქის ცენტრში თავს დავწვავ “, - განაცხადა გარდაცვლილი 27 წლის ბიჭის მამამ, არსენ მირანიანმა.

სოფელ გულიკამში მცხოვრები ვარდიკ მირანიანი, ახალქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით რვა აგვისტოს მოკლეს. იმავე დღეს, სავარაუდოდ გარდაცვლილის მეგობრებმა მკვლელობაში ბრალდებულის და მისი ახლობლების სასტუმრო, ოთხი სახლი, ერთი სავაჭრო ობიექტი და ორი მანქანა დაწვეს.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ ერთი პირი, მკვლელობაში ბრალდებული ჰყავთ დაკავებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა დაკავების მიზნით.

ასევე ნახეთ:





[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციამ ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა [ვიდეო]
ახალქალაქში 27 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე
ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ნინოწმინდაში სახლების და მანქანების დაწვიდან ერთი წლის თავზე პოლიციას არავინ დაუკავებია
‘გულიკამელები ახალქალაქში სასტუმროს მეპატრონის შვილმა დაიბარა' – რატომ მოკლეს 27 წლის ბიჭი
ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა